ყველა ჩვენგანი სიახლეების მოლოდინშია. მათ რიცხვს არც ცნობილი ვარსკვლავები ჩამორჩებიან 2018 წელი დაიწყო და ყველა ჩვენგანი სიახლეების მოლოდინშია. მათ რიცხვს არც ცნობილი ვარსკვლავები ჩამორჩებიან, მათ შორის არის მომღერალი სოფო ბედიაც. ახალმა წელმა მის ოჯახში დიდი მხიარულებით ჩაირა და ის საახალწლო საჩუქარის გარეშე დარჩენილა.
- ახალ წელს რა გაჩუქა მეუღლემ ?
- მიშას ძალიან უყვარს საჩუქრების ჩუქება, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებს, რა თქმა უნდა არა მარტო ჩემთვის. რაც შემეხება მე ძალიან ლამაზი ოქროს საყურეები მაჩუქა. იცის ჩემი სტილი და ცდილობს რაღაც სიურპრიზებით ყოველთვის გამანებივროს. მოგეხსენებათ
ქალებისთვის ეს მთავარი თემაა. მამაკაცი, რომელიც შენს გვერდით დგას, მეორენახევარი და საყვარელი ადამიანია ყოველთვის გაგიხარდება მისგან პატარა ყურადღებაც კი.
- 2018 წლისგან რას ელოდები?
- ახალი წლისგან რა თქმა უნდა ჩვენს საერთო შვილს ვნატრობთ. გვინდა,რომ ნიკუშას დაიკო ან ძამიკო ჰყავდეს. თუ ღმერთის ნებით ეს მოხდება ძალიან ბედნიერები ვიქნებით. ეს აკლია ჩვენს სრულყოფილ ბედნიერებას. ტყუპებიც თუ იქნება ესეც ძალიან გამიხარდება (იცინის).
- მიშა კონცერტებზე ყოველთვის დაგყვება და თვალს გადევნებს, თუ გიკრძალავს რამეს მაგალითად ჩაცმულობაში თუ აქვს აკრძალვები?