"მივხვდი, რომ ბედნიერ ვარსკვლავზე დავიბადე..." მსახიობი ნანუკა გულუა ემოციურ პოსტს უძღვნის დედას, მარინა ჯიქიას:
"ერთადერთი, რაც შენთვის ვერ შევძელი უმაღლესი მათემატიკის ათვისებაა, დანარჩენი ყველა ჩემი ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის აზრი ხარ! მაშინ მივხვდი, რომ ბედნიერ ვარსკვლავზე დავიბადე, როცა გავაცნობიერე, რომ მარინას შვილი ვარ! დედა, ტვინიკოსო, გენიოსო, ულამაზესო, უგემოვნებიანესო, უტკბილესო, ყველასთვის სასურველო და უზომოდ საყვარელო, ჩემო თეთრო სიცოცხლის აზრო, გილოცავ დაბადების დღეს!!! იდეალური ქალი ხარ, შენი ყველა ზეღირსეული თვისებით! სულ ვამაყობ შენით, ყოველ წამს, დედასთან მინდა... ქალბატონო მარინა, გევალება ძალიან დიდხანს იცოცხლო ძალიან ჯანმრთელად!"