ამ ფოტომ კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ რამდენად დიდ სამსახურს უწევენ მეხანძრე-მაშველები მოქალაქეებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულმა ფოტომ კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ რამდენად დიდ სამსახურს უწევენ მეხანძრე-მაშველები მოქალაქეებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დიდუბის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გამოძახებიდან ბრუნდებოდა, გზად, წერეთლის გაზირზე პანთეონის მოპირდაპირე მხარეს შეუძლოდ მყოფი ქალბატონი შენიშნეს და სასწრაფოს მისვლამდე დაეხმარნენ.
ფოტოს უამრავი გაზიარება და დადებითი კომენტარი მოჰყვა.