"საქართველოში ჩუტყვავილა ემართება 8000-დან 10 000-მდე ბავშვს..."
თბილისის 56-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელის, 6 წლის გოგონას ჩუტყვავილით გარდაცვალების ფაქტის შემდეგ, მშობლები აქტიურად სვამენ კითხვას, როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ ამ ინფექციას. იმის დასაზუსტებლად, არის თუ არა პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრა შეტანილი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, პაატა იმნაძეს დავუკავშირდით.
- ჩუტყვავილაზე აცრა საქართველოში გაკეთებული აქვს რამდენიმე ათეულ ან ასეულ ბავშვს, იმიტომ, რომ ჩუტყვავილას აცრა ისევე, როგორც ევროპის უმრავლეს ქვეყანაში, საქართველოშიც არ შედის აცრების ეროვნულ კალენდარში.მსოფლიოში მარტო ერთი ქვეყანაა ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ჩუტყვავილას ვაქცინაცია შედის ეროვნულ კალენდარში.
- ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს რეკომენდაციები, იმასთან დაკავშირებით, რომელი ვაქცინა, რომელ ქვეყანაში შეიძლება ჩაისვას. საქართველოში ჯერჯერობით ამ ვაქცინის ჩასმა არ არის გეგმაში.
- საქართველოში ჩუტყვავილა ემართება 8000-დან 10 000-მდე ბავშვს. უმრავლესობა შემთხვევევის იმდენად მსუბუქია, რომ ექიმის ჩარევა საერთოდ არ სჭირდება. აღნიშნული ინფექციის გამწვავების შემთხვევები იშავიათია, წელს უფრო ნაკლები ფაქტი გამოვლინდა, ვიდრე ჩვეულებრივ ყოფილა აქამდე. რაც შეეხება თბილისის 56-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელის, 6 წლის გოგონას ჩუტყვავილათი გარდაცვალების ფაქტს, მე არ შემიძლია პერსონალურ ინფორმაციაზე ვილაპარაკო.
რუსკა კილასონია