"ვგიჟდები, ქალს რომ ტალახს ესვრიან და ამ დროს ეს ლენჩი სანდრო რომ კაი ბიჭია და არაფერს უწუნებენ საქციელში" ნინო გაჩეჩილაძის პერსონაჟი "ჩემი ცოლის დაქალებში" აქტუალურობას არცერთ სეზონზე არ კარგავს. კატო კირვალიძეს პირად ცხოვრებაში არცერთხელ არ გაუმართლა, თუმცა პირად ბედნიერებას მაინც აქტიურად ეძებს და ამჯერად ფლირტი ყოფილ შეყვარებულთან სანდროსთან აქვს, რომელსაც რატომ დაშორდა, არ ახსოვს და უკვე შვილიც ჰყავს და ცოლიც.
სანდროს და კატოს ფლირტი მაყურებელმა მძიმედ და სენსიტიურად აღიქვა, რასაც სოციალურ ქსელში გავრცელებული კომენტარებიც მოწმობს.
ედიტა: იმედი მაქვს, ძალიან დიდი იმედი, კატოსნაირი "ბოზი" ქალები წაიკითხავენ ამ კომენტარს!.. და სანდროსნაირი არაკაცი მამაკაცები. მძულხართ ყველა…
მძულს კაცების ის კატეგორია, რომლებიც ბოზის გამო ცოლს ღალატობენ, ხოლო კატოსნაირი ქალები ბოზობენ და ქმრებს ღალატობენ. ყველა ერთ დღეს ამოწყდით, არ გეღირსოთ ჯერ ქალს კაცთან სექსი, ხოლო კაცს ქალთან სექსი. ვოტ".
ნიკუშა: ქმრის მოღალატე ცოლი ბოზია, ისევე როგორც ცოლის მოღალატე ქმარია ბოზი. მათ შორის არ არსებობს განსხვავება. არ არსებობს ცნება "მხოლოდ ერთხელ ვუღალატე". ერთხელ უღალატე? ე.ი. ბოზი ხარ და მნიშვნელობა არ აქვს, რამდენჯერ უღალატე. შეიძლება, ცხოვრების ბოლომდე დამალონ ეს ღალატი, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს დაუმალავენ, გულის სიღრმეში ყოველთვის ეცოდინებათ, რომ ბოზები არიან".
დემნა: ვგიჟდები, ქალს რომ ტალახს ესვრიან და ამ დროს ეს ლენჩი სანდრო რომ კაი ბიჭია და არაფერს უწუნებენ საქციელში.