კამერამ დრამატული მომენტები დააფიქსირა - ბავშვი მესამე სართულის აივნიდან გადმოვარდა ეს ამბავი ეგვიპტის ქალაქ ასიუტში მოხდა. კამერამ აღბეჭდა ფირზე 5 წლის ბავშვის გადმოვარდნის მომენტი - ის მესამე სართულის აივნიდან გადმოვარდა.
ქუჩაში მდგარმა პოლიციელებმა შენიშნეს, რომ ბავშვი აივნის კიდეზე წონასწორობის დაცვას ცდილობდა. სამმა პოლიციელმა შენობასთან მიირბინა, რომ რაიმე ეღონა. მათ სურდათ, პატარა ხალიჩა გაეშალათ, მაგრამ გვიანი იყო - ბავშვი უკვე გადმოვარდა... ერთ-ერთმა პოლიციელმა სასწაულის ძალით მოასწრო ხელების გაშლა და მისი დაჭერა. საბედნიეროდ, ბიჭი არა მხოლოდ გადარჩა, პრაქტიკულად არ დაზარალებულა. მის გადამრჩენსაც გაუმართლა - მან უმცირესი ტრავმები მიიღო.
ბავშვის გადარჩენისთვის სამივე პოლიციელმა ჯილდოები მიიღო ქალაქის გუბერნატორისგან.