"მეორე კომაშია..." ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ამბავზე წერს:
"ამაღლების ქუჩაზე ორი უკარგესი ქალი პატარა თონეში აცხობდა პურს. მუშაობდნენ, მუშაობდნენ, სულ მუშაობდნენ, სამსახურში მივდიოდი, თუ სამსახურიდან მოვდიოდი ვისუნთქავდი პურის თბილ სურნელს და ისე კარგი იყო მათ გამო ქუჩის არომატი, ისეთი მნიშვნელოვანი იყო მათი მუდმივი ფუსფუსი და მათი აქ ყოფნა. ყველა ამ ქუჩაზე მცხოვრების ყოველი დღის ნაწილი იყვნენ. გუშინ ღამით გაზის გაჟონვას ემსხვერპლა ერთი, კომაშია მეორე".