ბავშვების ცხოვრებაში არის რამდენიმე განსაკუთრებული დღე, რომელსაც ყოველთვის გულისფანცქალით ელიან. ბავშვების ცხოვრებაში არის რამდენიმე განსაკუთრებული დღე, რომელსაც ყოველთვის გულისფანცქალით ელიან. მათ შორის ყველაზე გამორჩეული კი დაბადების დღეა. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა ბავშვის დაბადების დღის გადახდის ტრადიციაც. ბავშვთა გასართობი ცენტრები პოპულარობის მწვერვალზე არიან და თუ კარგ ცენტრში გსურთ დაბადების გადახდა, მისი დაჯავშნა 2 თვით ადრეც კი მოგიწევთ.
გაზრდილი მოთხოვნის და გარანტირებული სტუმრის ფონზე კი თავი იჩინა ახლმა პრობლემამ - მომსახურების დაბალმა ხარისხმა. მშობლებს უჭირთ არჩევანის გაკეთება და ვერ ხვდებიან, როგორ გაარკვიონ თუ რომელი ცენტრი შესთავაზებს მართლაც გარანტირებულ ხარისხს. ამის ერთ-ერთ საშუალებაა სერვისის "ჰოთსეილის" ფასდაკლების ვაუჩერის საშუალებით მიღება. რადგან ეს არის ელექტრონული კომერციის ლიდერი კომპანია, რომელიც ყველა პარტნიორს მკაცრად ამოწმებს და მხოლოდ ისე სთავაზობს მომხარებელს მის მომსაუხრებას.
თუმცა მომსახურების დაბალი ხარისხის პრობლემა "ჰოთსეილამდეც" მივიდა და სწორედ ამიტომ კომპანიამ ხარისხის მონიტორინგი გაამკაცრა. მათ უკვე შეწყვიტეს თანამშრომლობა 3 გასართობ ცენტრთან.
"ჰოთსეილის" დირექტორის თათული ზაკალაშვილის განმარებით, მათი მონიტორინგის ჯგუფი ყოველთვის აკონტროლებდა პარტნიორი კომპანიების მომსახურების ხარისხს, თუმცა ახლა ეს პროცესი გაძლიერებულია, რადგან კომპანიაში დაფიქსირდა ბევრი საჩივარი, მათ შორის, გასართობი ცენტრების მიმართ.
"ჩვენ მკაცრად ვაკონტროლებთ პარტნიორ კომპანიებს და მათი შეთავაზებების ხარისხს. სწორედ ამიტომ ცდილობენ ესთეტიკური სერვისის მიღებას პარტნიორ კომპანიებში. "ჰოთსეილი" ორმაგ სარგებელს გთავაზობთ. ფასდაკლების პარალელურად თქვენ გარანტირებულ ხარისხსაც მიიღებთ," - განმარტავს "ჰოთსეილის" დირექტორი თათული ზაკალაშვილი.
კომპანია პრობლემის გადაჭრას მისტიური მყიდველების საშუალებით ცდილობს. დარღვევის პირველად აღმოჩენის შემთხვევაში, პარტნიორი კომპანია გაფრთხილებით შემოიფარგლება. პრეცედენტის გამეორებისას დისკვალიფიკაციას იღებს ერთი თვით, შემდეგ ჯერზე - ორი თვით. კიდევ ერთხელ აღმოჩენის შემთხვევაში კი "ჰოთსეილი" მასთან თანამშრომლობას სრულად წყვეტს.
"უკვე რამდენიმე კომპანია გავუშვით. ჩვენ მათგან მხოლოდ კეთილსინდისიერებას ვითხოვთ, სანაცვლოდ კი საქმიანობის განვითარებისა და გაფართოების დიდ შესაძლებლობებს ვთავაზობთ. გვინდა, თითოეულმა კომპანიამ იგრძნოს, რამდენად მნიშვნელოვანია "ჰოთსეილის" როლი მის განვითარებაში. პარტნიორებს სხვადასხვა არხების საშუალებით ნახვარ მილიონიანი აუდიტორიის წვდომას სრულიად უფასოდ ვთავაზობთ. რაც ჩვენს გარეშე ათობით ათასი ლარი დაუჯებოდათ. სწორედ ამიტომ არ დავუშვებთ თაღლითობას," - დაამატა თათული ზაკალაშვილმა.
"ჰოთსეილი" ქართული ბაზარზე ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი წარმატებული კომპანიაა. ამჟამად საიტზე 800 კომპანიის 1600 აქტიური შეთავაზებაა.