დაესწრო თუ არა თამო ვაშალომიძის შვილის მამა ბავშის ნათლობას?
თამო ვაშალომიძე 2 თვე-ნახევრის წინ დედა გახდა. მოდელს გოგონა შეეძინა, პატარას სოფია დაარქვა. თამო ორსულობაშიც ძალიან აქტიური იყო და თამამ ფოტოსესიას ამ მდგომარეობაშიც არ ერიდებოდა. სოფიას მამის ვინაობა ბევრს აინტერესებს, მაგრამ მოდელი ამ საკითხზე საუბრისგან თავს იკავებს და ჟურნალისტების კითხვებს მედგრად იგერიებს.
რამდნეიმე დღის წინ თამოს სოფია გაქრისტიანდა. ცერემონიის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ნათლობის დეტალები თამოსთან გავარკვიეთ.
- სოფია გაქრისტიანდა. ნათლიები ჩემი ბავშვობის მეგორები არიან, საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობადი სახეები. მე ვფიქრობ, რომ ნათლიად ძალიან ახლობელი ადამიანი უნდა აირჩიო და მარტივად არ უნდა გადაწყვიტო ეს საკითხი. მე ასე მოვიქეცი და ჩემთვის ძლიან ძვირფასი ადამიანები დავიყენე გვერდით.
- არა, ძალიან მშვიდად იყო, თუ თვითონ ნათლობის პროცესს არ ჩავთვლით. როგორც ყველა, სოფიამაც ცოტა იტირა, მაგრამ მალევე დამშვიდდა. საბედნიეროდ, სოფიას არ აქვს ის მომენტი, რომ მაინცდამაინც დედას ეჭიროს ხელში, სხვებთანაც კარგად გრძნობს თავს, ამ მხრივ უპრობლემოა.
- ძალიან კარგი გასაზრდელია. არ ჭირვეულობს, თუ არაფერი აწუხებს, სულ კარგ ხასიათზეა.
- კი, კი, ძალიან მალე დავუბრუნდი საქმეს. ცოტა ხანში საფრანგეთსა და იტალიაში მაქვს გადაღებები ერთ-ერთი ჟურნალისთვის. სხვათა შორის, მალე სოფიასაც დაეწყება გადაღებები, ერთ-ერთი ბავშვთა საფენის სახე ხდება. ასე რომ, მოგვიწევს ერთად გადაღებებზე სიარული.
- ვფიქრობ, რომ 1 წლამდე ბავშვისთვის ფრენა კარგი არაა. ამიტომ დავტოვებ სოფიას. საბედნიეროდ, მყავს ძიძა, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს და სოფიას გაზრდაში ძალიან მეხმარება. ასე რომ, ეს პრობლემა არ მაქვს.
- კი, იყო. ამ თემის ირგვლივ ძალიან დიდი ინტერესი არსებობს, სულ მეკითხებიან და ყველა ჩემს პასუხს მერე ახალ-ახალი ჭორ-მართალი მოჰყვება ხოლმე. ამიტომ გადავწყვიტე, ამ თემაზე აღარანაირ კითხვას არ ვუპასუხო. ასე უფრო კარგად ვიგრძნობ თავს.
ციცი ომანიძე