ექიმი ანი ანდრონიკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გაზიარებულ ამბავს მკითხველთა მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამბავი პოსტის ავტორის მამას, ცნობილ და აწგარდაცვლილ ექიმს, აკადემიკოსს ლადო ანდრონიკაშვილს ეძღვნება.
"ერთ წვიმიან დღეს სამშობიაროში მშობიარე ქალი მიიყვანეს ახლობლებმა. არავის უთქვამს, რომ მთელი ორსულობის მანძილზე მძიმე ტოქსიკოზი ჰქონდა და არაერთხელ სუიციდის მცდელობაც ჰქონია ... მშობიარე აიყვანეს მოსამზადებლად და ოთახში შესვლისთანავე ფანჯარას მივარდა და გადახტა მე-3 სართულიდან ! ატყდა წივილ-კივილი, გაიგო მამამაც და იყვირა - სკალპელი ჩქარაო, თვითონ ეზოსკენ გარბოდა! ქალი გარდაცვლილი დახვდა, მაგრამ იქვე გაუჭრა მუცელი და ცოცხალი ბავშვი ამოიყვანა ! მადლიანი ხელით ზემოთ ასწია და ჯანმრთელი ბიჭი, გაიზარდეო, დალოცა... ეზოში გაოგნებული იდგა ყველა. პატარა ღმერთმა არ გასწირა.
გავა წლები და ლადო ანდრონიკაშვილის გასვენებაში ბებია ჩამოიყვანს თმახუჭუჭა ლამაზ ბიჭუნას, რომელსაც ლადო ჰქვია ..." - ნათქვამია პოსტში.
26 მაისს ლადო ანდრონიკაშვილის დაბადების დღეა. სწორედ ამ თარიღს უკავშირდება ეს პოსტიც, რომელმაც მკითხველებში დიდი ემოცია გამოიწვია.
როგორ ამოჰყავთ ბავშვი საკეისრო კვეთის დროს - ზესტაფონელი ექიმის ვიდეო
ექიმებმა საკეისრო კვეთა ჩაატარეს. როდესაც ბავშვი ამოიყვანეს, საკუთარ თვალებს არ დაუჯერეს...
სინამდვილეში რა განსხვავებაა საკეისრო კვეთასა და ფიზიოლოგიურ მშობიარობას შორის? - ამირან ქორიძის რჩევები ქალებს