ეს ის არის, რაც ბავშვებმა და უფროსებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ შეგახსენებთ უსაფრთხოების წესებს ტყეში, მდინარესთან, ასევე ინსტრუქციას იმის თაობაზე, თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ, თუ ბავშვი დაიკარგა.
1979 წლის 25 მაისს სკოლასთან მიმავალ გზაზე დაიკარგა 6 წლის ამერიკელი ევიან პეიტსი. მას რამდენიმე წელი ეძებდნენ, მაგრამ ვერ იპოვეს. რონალდ რეიგანის გადაწყვეტილებით, მისი დაკარგვის თარიღი გამოცხადებული იქნა უგზოუკლოდ დაკარგული ბავშვების დღედ...
გთავაზობთ ბუნებაში დასვენების უსაფრთხოების ზომებს, რომლებიც უნდა იცოდეს ყველა მშობლებმა.
უსაფრთხოების წესები ტყეში
ნუ გაუშვებთ ტყეში ბავშვებს მოხუცებთან ერთად. თუ შეუძლოდ იგრძნობს თავს ხანშიშესული ადამიანი, ბავშვი ვერ შეძლებს მის დახმარებას. ხოლო თუ ბავშვი დასახმარებლად გაიქცევა, შეიძლება რაიმე ცხოველს გადაეყაროს.
აუცილებლად აცნობეთ, სად წახვედით. თუნდაც რაიმე ორიენტირი: მაგ: საწვავის ჩასხმის შემდეგ, შეხვედით ტყეში და შეუხვიეთ მარჯვნივ. სამძებრო რაზმები დიდ დროს კარგავენ იმაზე, თუ საიდან მოხდა ტყეში შესვლა.
თუ თქვენ დაიკარგეთ, დარჩით იმავე ადგილზე. თუ თქვენ გზა აგებნათ და ვერ მოძებნეთ დამოუკიდებლად გასასვლელი, უბრალოდ დარჩით იმავე ადგილას - ასე უფრო მარტივია თქვენი მოძებნა.
დარეკეთ "112"-ში.
რა უნდა წაიღოთ თან ტყეში?
1. დატენილი ტელეფონი.
2. ასანთი და წყალი.
რადგან, თუ ბავშვს ტყეში მოუნდა წყალი და თქვენ არ გექნათ, მან შეიძლება მიირბინოს გუბურასთან და იქიდან დალიოს.
3. მკვეთრი ფერის ტანსაცმელი.
ტყეში სასურველია გეცვათ მკვეთრი ფერის ტანსაცმელი, იდეალურია, თუ ექნება სინათლის ამრეკლავიც. რადგან ღამეც მანათობელის დახმარებით ადვილად იქნეთ შემჩნეული.
4. თან იქონიეთ კომპასი (მანამდე ისწავლეთ მისი მოხმარების წესი).
მაგრამ გახსოვდეთ, რომ კომპასზე მთლიანად დაყრდნობა არ შეიძლება, რადგან არსებობს მაგნიტური ანომალიები და ცდომილება შეიძლება იყოს 10 გრადუსში.
5. საყვირი.
სამძებრო ღონისძიების დროს ყვირილზე თქვენც უნდა უპასუხოთ, მაგრამ შეიძლება ისე ხმამაღლა ვერ დაიყვიროთ ან ხმა წაგივიდეთ. ამიტომ უნდა გქონდეთ თან საყვირი, რათა საპასუხო ხმა გააგონოთ მაშველებს.
უსაფრთხოების წესები წყალზე ყოფნისას
ზაფხულში ზღვაზე, ტბაზე ხშირია უბედური შემთხვევები. თუ თქვენ იმყოფებით წყალში, თქვენი შვილიც უნდა იმყოფებოდეს წყალში. თუ თქვენ იმყოფებით ნაპირზე, ბავშვიც უნდა იყოს ნაპირზე. არ შეიძლება პატარა ბავშვი დატოვოთ მასზე ცოტა მოზრდილის მეთვალყურობის ქვეშ. თუ იმყოფებით ნავში, აუცილებლად ჩაიცვით (იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ ძალიან კარგი მოცურავე ხართ) და ბავშვსაც ჩააცვით სამაშველო ჟილეტი. გახსოვდეთ: ადამიანი იძირება სწრაფად და უხმაუროდ. თუ მოახერხა და ამოვიდა წყლის ზედაპირზე, ის ვერ დაიყვირებს. იგი მხოლოდ ჩაისუნთქავს ჰაერს და ისევ ჩაიძირება. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად და ჩუმად ხდება.
რა უნდა მოვიმოქმედთ მაშინ, თუ ბავშვი დაიკარგა: ინსტრუქცია
1. პირველ რიგში მიმართეთ პოლიციას ან "112"-ს, მაშველს
2. შეატყობინეთ ნათესავებს, მეგობრებს მომხდარის შესახებ.
4. დაიმახსოვრეთ: არ არსებობს სიტყვა "უხერხულია". არავითარი უხერხულობა არ არის იმაში, თუ ბავშვი ნახევარ საათში გამოჩნდება და ცრუ განგაში აღმოჩნდება. პირველი საათები ყოველთვის ნაყოფიერია, რათა ბავშვი უვნებელი და ცოცხალი ვიპოვოთ. ამიტომ ნუ დაკარგავთ დროს, ყველა ფეხზე დააყენეთ მაშინაც კი, თუ ერთ საათში მოგიწიათ ყველასთან დარეკვა და შეწუხებისთვის მადლობის თქმა. სჯობს ასეთი დასასრული, ვიდრე ნებისმიერი სხვა.