მათი ურთიერთობა სულაც არაა ისეთი, როგორც პრესა წერს როდესაც ახალგაზრდა და ამბიციური ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდანტად აირჩიეს , ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა მისი მეუღლე ბრიჯიტი,რომელიც ქმარზე 24 წლით უფროსია. მათი სიყვარულის ისტორია ზღაპარივით დაიწყო: 15 წლის ემანუელმა მომავალი მეუღლე სკოლაში მაშინ გაიცნო , როდესაც ლათინურს და ლიტერატურას ასწავლიდა. იმ დროისათვის ბრიჯიტი გათხოვილი იყო და 3 შვილი ჰყავდა. ბიჭმა საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ ოდესმე აუცილებლად დაუკავშირებდა მას თავის ბედს.
ასეც მოხდა. 2007 წელს ისინი დაქორწინდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მაკრონის გადაწყვეტილებას დღემდე ჰყავს მოწინაააღმდეგეები, წყვილი საკმაოდ ბედნიერად გრძნობს თავს. ამას ადასტურებს ტიფანი ოზერი- ბრიჯიტის გოგონა პირველი ქორწინებიდან.
ტიფანი 34 წლის იურისტია, როგორც ამბობს, დედამისისა და მისი მეორე ქმრის ურთიერთობა ისეთი სულაც არ არის, როგორც აღწერენ პრესაში... ის გაცილებით უკეთესია! მიუხედავად მოუცლელობისა, საფრანგეთის პრეზიდენტი ყოველთვის ნახულობს დროს თავისი მეორე ნახევრისათვის. ის არ ტოვებს მეუღლეს დიდი ხნით მარტოობაში, უყვარს ხელჩაკიდებული მასთან ერთად სიარული არა მხოლოდ პუბლიკის წინ. სამუშაოს დასრულებისთანავე მიეშურება მასთან. „ეს არის სწორედ ის, რაზეც ოცნებობს ნებისმიერი ქალი“.
დედის ურთიერობის შესახებ ტიფანიმ უფროსკლასელებისგან შეიტყო:“ როგორც კი მათი რომანის შესახებ გავიგე, ეჭვიც არ გამჩენია ემანუელის გეგმების სერიოზულობაში. როდესაც ერთად არიან, სამყარო თითქოს წყვეტს მათთვის არსებობას.
მე რომ მთხოვონ სიყვარულის განმარტების ახსნა, მოვყვებოდი ჩემი დედისა და ემანუელის ურთიერთობაზე“. გარდა ამისა, ბრიჯიტის გოგონა დარწმუნებულია, რომ ყველას, ვინც მის დედას აკრიტიკებს, უბრალოდ შურთ მისი.
ამ წყვილის შემყურე შეიძლება ითქვას, რომ სიყვარულს არ გააჩნის ასაკი.