და აი ისიც, დროა გაგაცნოთ
ორი კვირის წინ გურამ შეროზიას ნანატრი ქალიშვილი შეეძინა. გოგონას ელენე დაარქვეს. სამშობიაროდან შინ დაბრუნებულ პატარას საზეიმო დახვედრაც და პირველი ფოტოსესიაც მოაწყვეს, მაგრამ გავრცელებული ტრენდის მიხედვით, ბავშვის სახე არცერთ ფოტოზე არ ჩანდა. დღეს კი ახალბედა მამიკომ გადაწყვიტა საზოგადეობისთვის ელენა გაეცნო და მისი ფოტო, შემდეგი მინაწერით გაასაჯაროვა:" და აი ისიც, დროა გაგაცნოთ, ორი კვირის, ანუ დიდი გოგოა უკვე...
ელენა"
რასაკვირველია, ფოტომ დიდი მოწონება და თბილი კომენტარები დაიმსახურა.
თეკლა ჟვანია