"თურმე დედაჩემიც შეკრული იყო ჩემს მომავალ მეუღლესთან" სოციალურ ქსელში დღემდე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ვიდეო, სადაც ქართველი ბიჭი გოგონას ხელს სთხოვს ძალიან ორიგინალურად. თუმცა ცოტამ იცის თავად ამ წყვილის შესახებ.
როგორც mshoblebi.ge-სთან საუბარში ვიდეოს მთავარი გმირი სალომე ბარბაქაძე აღნიშნავს, გახმაურებული ხელის თხოვნით, მისი და გიორგი საძაგლიშვილის ერთწლიანი ურთიერთობა დაგვირგვინდა და მათ ცხოვრებაში უკვე პატარა მართა შემოიჭრა, რომელიც მალე სამი თვის გახდება.
- მიუხედავად იმისა, რომ ხელის თხოვნის ფაქტი ორი წლის წინ იყო, ჩემთვის დღესაც ისეთივე ემოციურია ამ დღის გახსენება, როგორც მაშინ. წარმოდგენაც არ მქონდა, ასეთი რამ თუ მელოდა. ვიცოდი, რომ დახურულ საღამოზე მეპატიჟებოდნენ და თბილისიდან ქუთაისში მოვდიოდი. თურმე დედაჩემიც შეკრული იყო ჩემს მომავალ მეუღლესთან. თვითონ გიორგიმ მითრა, რომ ყაზბეგში იქნებოდა და ვერ წამოვიდოდა ჩემთან ერთად.
იხილეთ ვიდეო:
ხელის თხოვნა
- ამ ემოცის გადმოცემა და აღწერა არც შემიძლია, ძალიან რთულია...თავი ყველაზე ბედნიერ ქალად ჩავთვალე...ზღაპარში მეგონა თავი... სიამაყის განცდა დამეუფლა... რადგან ეს ამბავი ქუთაისში მოხდა, ქუთაისელები ვეგონეთ, ალბათ ვერ წარმოედგინათ თბილისიდან გოგოს ჩამოყვანა სხვა ქალაქში ხელის სათხოვნელად. საქმე ის არის, რომ ქუთაისთან მე და გიოს გვაკავშირებს ჩვენი სიყვარულის ისტორია. პირველად წავედით ერთად ქუთაისში შობას, პანაშვიდზე გამომყვა, მარტომ რომ არ წავსულიყავი.
- დიახ. ასეა. ნაწყვეტი შემიძლია გაგიზიაროთ იმ ტექსტიდან, რომელიც გაცნობის წლისთავზე მივუძღვენი გიოს:
"როცა გამოჩნდი შენ - ნელ-ნელა, ნაბიჯ ნაბიჯ, მთელი ემოციური სამყარო ამომიტრიალე, ემოციებით და გამოცდილებებით დაბურული ფანჯრები ნება-ნება გამაწმენდინე, ფანჯრებს მიღმა კი აუარება სივრცე და ულამაზესი სამყარო მაჩვენე...მერე მივხვდი, რომ საკუთარი თავის ძიებაში გატარებული ყველა წამი და ენერგია, ვიღაცამ ნაბიჯ-ნაბიჯ დიდ ჩანთაში შემიგროვა და ერთ მუჭად შემაყარა სახეში... მივხვდი, რომ მიცხოვრია და ვცხოვრობ მხოლოდ იმიტომ, რომ შენ მეპოვნე, ჩემი სულის ნაწილი, მეორე ნახევარი და მე შენ მიყვარხარ ჩემი მთელი სამყაროთი, გულით, სულით, ტვინით, უჯრედებით და მთელი არსებით!"
რასაც პოსტის დასასრულს ვწერ იგივეს ვურვებ ყველას. გიყვარდეთ ერთმანეთი ადამიანებო! ამაზე უზენაესი გრძნობა არ არსებობს!
რუსკა კილასონია