"რა უნდა დაგიშავოს 8 თვის ბავშვმა, გამაგებინეთ, რომ ასე მოექცეს "ადამიანი"
ბაღის აღმზრდელი, რომელიც "ფეისბუქზე" გავრცელებულ ვიდეოში 8 თვის ბავშვს უხეშად ეპყრობა, სამსახურიდან გათავისუფლებულია. ვიდეოს ავტორი, რომლის დისშვილსაც ძიძა უხეშად აჯანჯღარებს, აღნიშნავს, რომ კადრები თბილისში, დიდ დიღომში მდებარე საბავშვო ბაღ "პირველ ნაბიჯშია" გადაღებული.
"ქვედა ეკრანზე თქვენ ხედავთ ჩემს დისშვილს, რომელიც არის 8 თვის... მივიყვანეთ ბაგა ბაღში გამოუვალი მდგომარეობის გამო, რომელიც მდებარეობს თბილისში, დიდ დიღომში. ელენიკოს ექცევა "ამღზრდელი" უკანასკნელად, ბავშვს იმხელაზე გადააგდებინა თავი უკან, ლამის კისერში გადატეხა. რა უნდა დაგიშავოს 8 თვის ბავშვმა, გამაგებინეთ, რომ ასე მოექცეს "ადამიანი", - წერს პოსტის ავტორი. იხილეთ ვიდეო