ნუკრი რევიშვილის ქალიშვილი ირინა ონაშვილის ნათლული იყო როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, გუშინ ტრაგედია დატრიალდა ცნობილი ფეხბურთელის ოჯახში - ნუკრი რევიშვილის უფროსი ქალიშვილი, 9 წლის ტატიანა დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, გოგონამ დოლიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ფანჯრის გისოსებს მოკიდა ხელი, რა დროსაც მასზე დენი გადავიდა და დაიღუპა.
მთელმა საქართველომ გაიზიარა ეს ტრაგედია, განსაკუთრებით კი, ოჯახის ახლობლებმა და ნათესავებმა.
ცნობილი მოდელი ირინა ონაშვილი ტატიანას ფოტოს ავრცელებს შემდეგი ტექსტით:
"ჩემი ანგელოზი... ჩემი ნათლული ტატა... ღმერთო როგორ გავუძლოთ ამ განსაცდელს".
ასევე მოდელ თიკო ნატროშვილის ნათლული იყო პატარა ტატა:
"ტატა ჩემი ნათლულია! მე, როგორც ნათლიას, ერთადერთი რაც შემეძლო, ვიხსენიებდი ლოცვებში. ტრადიცია გაგრძელდება, მაგრამ ერთი განსხვავებით - ვილოცო ტატას სულითვის! ძალიან ადრე იყო ეს შენთვის.. ძალიან!.. მაგრამ
უფალმა ასე ინება. მშვიდად იძინე ჩემო გოგო, მიყვარხარ გულში ჩემო პატარა!"
ნუკრი რევიშვილი წლებია 2006 წლის მის მსოფლიო ბიკინის ტიტულის მფლობელ, მოდელ თიკო ჩხეიძეზეა დაქორწინებული.