რთი წელი ფეხზე ვერ ვდგებოდი, მერე თითქოს წამოვდექი ცხოვრებაზე ხელი მქონდა ჩაქნეული, თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი - ასე იხსენებს სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი, იმ პერიოდს როდესაც მოულოდნელად მისი ვაჟი სანდრო ქოიავა დაიღუპა.
„ცხოვრებაზე ხელი მქონდა ჩაქნეული, თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი. ერთი წელი ფეხზე ვერ ვდგებოდი, მერე თითქოს წამოვდექი, მაგრამ თავიდან ჩავვარდი ლოგინად. მთელი ცხოვრება აქტიური ვიყავი, ჩემს ცუდ განწყობას არავის ვაჩვენებდი. აბსოლიტურად გამანადგურა შვილის გარდაცვალებამ. ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვდიოდი. ფსიქიატრების დახმარებით გამოვძვერი, სუიციდზე სისტემატიურად აღარ ვფიქრობდი, თუმცა პერიოდულად იქეთ მიდიოდა ჩემი გონება.
არ დავმალავ, ჩემი შვილის დაბადების დღეზეც მინდოდა ამის გაკეთება. მაგრამ ჩემი უახლოესი ადამიანის გამო, ისეთი სტრესი მივიღე და ისეთი ძალისხმევით დამჭირდა მეგობრის პრობლემასთან გამკლავება, მივხვდი მე არ მაქვს სიკვდილის უფლება, მანამ სანამ თუნდაც ერთი ადამიანის გვერდით დგომა შემიძლია. ჩემი მეგობარი ნარკოტიკმა მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, კლუბურმა ნარკოტიკმა ზუსტად ერთ წამში გადაუტრიალა ფსიქიკა და აგრესიული ადამიანი შეგვრჩა ხელში. თუმცა ერთად გადავრჩით. მანამდე რაც თვითმკვლელობის უფლებას არ მაძლევდა, ჩემი დის უკანასკნელი სიტყვები იყო, გარდაცვალების წინ, განსაკუთრებულად ჩამაბარა ტავისი ბიჭები. განაგრძეთ კითხვა