თავის დროზე მარგარეტის სახლით აჭრელებული იყო ინგლისური ჟურნალ-გაზეთები 22 აგვისტოს მარგარეტს, ინგლისის დედოფლის, ელისაბედ მე-2-ის უმცროს დას, სათადარიგო პრინცესას 88 წელი შეუსრულდებოდა. თავის დროზე მარგარეტის სახლით აჭრელებული იყო ინგლისური ჟურნალ-გაზეთები, მარგარეტის სახელი ყველას პირზე ეკერა, ის იმდენად პოპულარული ოყო, რომ თავად ელისაბედ დედოფალსაც კი ეშინოდა მის ჩრდილში არ მოქცეულიყო. თუმცა ის წლები წარსულს ჩაბარდა და დღესდღეობით მარგარეტს სულ უფრო და უფრო იშვიათად ახსენებენ.
მარგარეტი შინაგანად მეამბოხე ადამიანი იყო, ყოველთვის უკმაყოფილო იყო საკუთარი მდგომარეობით. ელისაბედი თუ მოწესრიგებული კანონმორჩლი და ეტიკეტის უბადლო დამცველი გახლდათ, მარგარეტოი აბსოლუტურად სხვა ცხოვრების წესით ცხოვრობდა, მუდმივად საღამოებსა და წვეულებეს აწყობდა და ანგრევდა მითებს ეტიკეტის შესახებ. მას ძალიან იზიდავდა მაღალი მოდა და სტილის დედის ტიტულიც კი დაიმსახურა.
საკუთარი დის ჩრდილქვეშ მოქცეული მარგარეტი ყოველთვის დედოფალზე მეტად ბრწყინავდა. იგი ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანთან მეგობრობდა და კრისტიან დიორისა და ივ სენ ლორანის ჩვენებების მუდმივი სტუმარი იყო.
დიდი სიმოვნებით პოზირებდა კამერების წინ და არასდროს იცმევდა მეორედ ერთხელ ჩაცმულ კაბას. თავად დიორიც კი იყო დატყვევებული იყო ამ თავნება ქალბატონის სილამაზით, მას მუზას უწოდებდა და მის პატივსაცემად ჩვენებებს აწყობდა.
მარგარეტი ბრიტანული არისტოკრატიის ნიმუში გახლდათ, ამავდროულად აბსოლუტურად განსხვავდებოდა საკუთარი დისგან. ის გამოირჩეოდა იმპულსურობითა და პირდაპირობით, მას ქედმაღალ ადამიანადაც კი მიიჩნევდნენ.
1955 წელს, ოჯახის ზეწოლის შედეგად, პრინცესა იძულებული იყო უარი ეთვა თავს პირველ და უკანასკნელ სიყვარულზე, პოლკოვნიკ პიტერ ტაუსენდზე. ამ მოვლენამ და ასევე საყვარელი მამის გარდაცვალებამ მთელ მის დარჩენილ ცხვორებას თავისი მძიმე დაღი დაასვა.
50-იან წლებში პრონცესა ბრიტანეთის სექს-სიმბოლოდ იყო მიჩნეული. მისი თაყვანისმცემელი იყო თავად პაბლო პიკასო, თუმცა მარგარეტმა ბედი ფოტოგრაფ ენტონ არმსტრონგ-ჯონსს დაუკავშირა, რომელთანაც ერთადაც არცთუ ბედნიერი 18 წელი გაატარა.
ლორდ გლენკონერმა მარგარეტს კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულ მიუსტიკზე მიწის ნაკვეთი უსახსოვრა, სწორედ ამ კუნძულზე ღებულობდა მარგარეტი თავის საუცხოო ოქროსფერ რუჯს, რომელზეც გამუდმებით საუბრობდნენ.
იგი ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდა საკუთარ გარეგნობას, თავად იკეთებდა მაკიაჟს, თმას კი სალონში დღეში ორჯერ იკეთებდა.
50-იან წლებში პრონცესა დეკოლტირებულ კაბებს თუ ატარებდა, 60-იან წლებში ის მოკლე კაბებმა ჩაანაცვლა, 70-იანებში თავისუფალმა ტუნიკებმა, 80-იანებში კი თამამმა მაკიაჟმა.
მარგარეტი დაშორდა ქმარს, მიეძალა სასმელს და შედეგად 2002 წელს ინსულტით გარდაიცვალა.
მარგარეტს საკმაოდ მძიმე ცხოვრება ჰქონდა, საყვარელი მამის სიკვდილი, ერთადერთ სიყვარულთან დაშორება, საკუთარი დის ჩრდილქვეშ ყოფნა. ყველაფერმა ამან, რა თქმა უნდა, გატეხა ეს ლამაზი ქალბატონი.