შემთხვევა 27 აგვისტოს მოხდა 13 წლის მოზარდის გაუპატიურებისთვის 51 წლის მამინაცვალი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა 27 აგვისტოს მოხდა.
13 წლის მოზარდის გაუპატიურების ფაქტზე შსს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 137 მუხლით აწარმოებს, რაც 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მოზარდის ბებია ამტკიცებს, რომ მისი შვილიშვილი სექსუალური ძალადობის ქვეშ, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა.
ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.
როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლი გახდა და როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში