"წასვლა რომ იციან, ჩამოსვლაც უნდა იცოდნენ, რამდენ ხანს დაგელოდება ოჯახი?"
გთავაზობთ მკითხველის გამოხმურებებს:
"ვინც ავადმყოფის გადასარჩენად მიდის, მასზე არაფერს ვამბობ, მაგრამ ძალიან ბევრი ქალი სწორედ ქმარ-შვილს ჰყავს გაგდებული უცხოეთში, იმისათვის რომ თვითონ არ იმუშაონ, სამაგიეროდ აზარტულ თამაშებში, "აიფონებში" და ქალებში ხარჯონ მუქთა ფული. რამდენი ოჯახია, სადაც ქმარმა ან შვილმა დიდი თანხა წააგო და ქალი იძულებული გახადეს, გადახვეწილიყო... ასე გადის წლები... მუქთა ფული კი ძალიან კარგია! რა ჯობია, არ იმუშავო, უბანში "იკაჩაო" კაცობაზე და მეობაზე ილაპარაკო, ტრადიციების და მანდილოსნების სადღეგრძელო ფეხზე ამდგარმა დალიო, თვეში ერთხელ კი ბანკში იარო და "კუთვნილი" ევროები მიიღო. ჭამე რაც გინდა, გამოიცვალე მანქანები და "სმარტფონები", საყვარელი (რომელსაც შენგან მხოლოდ ფული აინტერესებს) შეინახე და...არც იდარდო იმაზე, თუ რა დღეშია იქ ცოლი. ასეთი ცხოვრება როგორ მოქმედებს მის ჯანმრთელობაზე და ა.შ. რამდენი ქალისგან გამიგია მეც და ალბათ სხვებსაც, დაბრუნება მინდა სამშობლოში, მაგრამ ქმარ-შვილი მიკრძალავს, ცოტა ხანი კიდევ დარჩიო... და თუ ქალმა მაინც გაბედა ჩამოსვლა, ისეთი ჩამოშვებული ცხვირებით ხვდებიან ოჯახის წევრები, თითქოს ცოლი ან დედა კი არა, მტერი ჩამოვიდა. აბა რა, დედა და ცოლი ბევრისთვის კარგი მაშინაა, როდესაც მას ბანკომატის ფუნქცია აქვს!"
"რამდენ ხანს უნდა იყოს ოჯახის ქალი წასული, 5, 10, 15 წელი, თუ რამდენი - მთელი სიცოცხლე? ჭამა ხომ სიცოცხლის ბოლომდე უნდა ადამიანს?!"
"ყველა ადამიანს ერთ ტაფაში ვერ მოწვავ, არ არის სწორი. არის ემიგრანტი რომელიც ავადმყოფის გადასარჩენად მიდის და არის ისეთი ბრიყვი, რომელიც ოჯახს თმობს და მიდის "კარგი" ცხოვრებისათვის. ამ კარგ ცხოვრებას როგორ მოიწყობს, როცა ოჯახს კარგავს? - ამას ვერ ხვდება ფულზე დახარბებული. ახალგაზრდა გოგონებს ჩავაგონოთ და ვასწავლოთ, რომ არავისი ნივთი არ არიან და ვალდებულები არ აქვთ, რომ ქართველ ვაჟკაცს 30 წლამდე უნახონ ქალიშვილობა და მერე კისერზე წამოისვან!!!"
"იმ ქალების არ მესმის, ემიგრაციაში წასულებს კიდევ რომ აქვთ ქმრის ერთგულების იმედი"
"ემიგრანტებო , გაშვილებულო ხალხო, ადამიანები რომელიც გაწირა ქვეყანამ და მთავრობამ, დაინგრა ოჯახები, უყვართ მხოლოდ როგორც ფულის ბანკომატი, ეხლა თბილისში რას დავაკვირდი იცი? თქვენ ადგილს იკავებს უკვე სხვა ქვეყნის ადამიანები, ისინი თქვენსავით მარტო კი არ ჩამოდიან, ქმრებით, ცოლებით, მშობლებით, შვილებით, მოდიან დედა-წულიანად და სახლდებიან, მრავლდებიან, სამსახურებსაც შოულობენ, ბიზნესი ააწყვეს, ბინებს აქირავებენ, ყიდულობენ, დაბრუნდით სანამ დროა, იქნებ თქვენი ჩამოსვლით ეშველოს ქვეყანას. მეც მყავს ემიგრანტი ბიძაშვილები და მენანებიან სხვა ქვეყნისთვის, როცა აქ აქვთ საუკეთესო სახლები, მიწები და საკარმიდამოები, და მაინც შვილებს რომ არ მოაკლონ ფუფუნება, გადახვეწილები არიან. გვიყვარხართ"
"ჩემი ახლობელი, 5 წელი ისრაელში მუშაობდა, 10 წელი თურქეთში, აგზავნიდა დახმარებებს, ინახავდა დიშვილებს და ძმიშვილებს, თავისთვის ერთი ბინა შეიძინა, რომ ჩამოვიდა, მის ნაყიდ ბინაში ადგილი აღარ იყო მისი დასაძინებელი, ჩამოტანილი თანხა უცებ შემოეხარჯა და ისიც კიდევ ძმიშვილებთან. ახლა იტალიაში წავიდა სამუშაოდ, იქნებ კიდევ დავაგროვო და ერთი ბინა ჩემთვის ვიყიდო, ერთი საწოლი რომ დაეტიოსო. ეს ადამიანი ვინმეს უყვარს საერთოდ? 60 წლის ასაკში იტალიურის სწავლას რომ დაიწყებს, რომ მოხუცს მოუაროს. აბა ახლა მითხარით, ამ ქალს არ აკლია?"
"დედამ, ჩამოსვლა მინდაო, შვილებს რომ უთხრა, გაგიჟდნენ, მერე ჩვენ რა ვქნათო. 40 და 42 წლის კაცებმა უთხრეს ეს 68 წლის დედას. მე ემიგრანტის შვილი ვარ და ყოველი დილა ცრემლით მითენდება დედაჩემის მონატრებით"
"ისეთი დრო მოვიდა ბევრი შიმშილითაც კი იხოცება და ოჯახის დატოვება არა მგონია, ვინმეს უხაროდეს! ტრაგედია ისაა, მუქთახორა ქმრების იმედად რომ ტოვევენ ოჯახს და ქალის შრომა დაუფასებელია! სხვის ომში ყველა ბრძენია! არავინ იცის, წინ ვის რა ცხოვრება ელოდება!"
"წასვლა რომ იციან, ჩამოსვლაც უნდა იცოდნენ, რამდენ ხანს დაგელოდება ოჯახი? გაუცივდათ გული და გადაეჩვიენ დედას, მეუღლეს, თუ გენატრება დედა, ჩამოვიდეს, მაგის ფასს რას გიგზავნის?"
" ნუ გამოყავთ ეს ემიგრანტები სასოწარკვეთილები და დაჩაგრულები. კარგადაც ერთობიან, არ იკლებენ რესტორნებს, ქეიფს, სმა-ჭამას არც თვითონ და არც ისინი, ვისაც უგზავნიან. სახლსაც იწყობენ და ცხოვრებასაც. საცოდავი ისა, ვინც ვერ მიდის სამუშაოდ, არ შეუძლია იქ მუშაობა და აქ წვალობს 10 ლარზე, რომ პური იყიდოს. რა ქნან ახალგაზრდებმა, რომლებსაც პატარები ჰყავთ და ისეთი განაკვეთის სამუშაო არაა, რომ სანამ ბაღში იქნებიან ბავშვები, იმუშაოს? და არც ისეთი ვინმე ყავს სახლში, ვინც საზგვარგარეთ წავა და გამოუგზავნის?
"არსებობენ ემიგრანტი დედები, რომლებიც არ ერთობიან, ყველაფერს იკლებენ შვილების გულისთვის. ძალიან იოლია სხვისი განკითხვა. წაბრძანდით თქვენც და გაერთეთ თუ გართობაში ვინმე ფულს გადაგიხდით"
"ვიდრე ქვას ისროდეთ, ჯერ დაითვალეთ, სამუშაოდ წასული რამდენი ქალი გათხოვდა თურქეთში, საბერძნეთში, იტალიაში და ასე შემდეგ. გამოსავალი ნებისმიერ ფასად ოჯახის შენარჩუნებაშია..."