არასწორი კვებით გამოწვეული ჯამრთელობის პრობლემები ჩვენ გარშემო უამრავ ადამიანს აწუხებს. შესაბამისად, კიდევ უფრო აქტუალური ხდება დიეტები. მით უმეტეს იმ პირობებში, როცა მოქალაქეების ნაწილი, დიეტოლოგებისა და ყოველგვარი გამოკვლევებს გარეშე დამოუკიდებლად ადგენს საკუთარ კვების რაციონს. მშობლებისთვის და არა მხოლოდ მათვის საინტერესო კითხვებს, ცნობილი ენდოკრინოლოგი და ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა პასუხობს:
- პირველ რიგში, ალბათ უნდა განვსაზღვროთ რა არის დიეტა, დიეტა ეს არის სწორი, ბალანსირებული, რაციონალური, ჯანსაღი კვება, რომელიც აუცილებელია დაიცვას ყველამ განურჩევლად ასაკისა, სქესისა ცხოვერბის ნებისმიერ ეტაპზე, აქედან გამომდინარე "თვითნებური" დიეტა - ასეთი ცნება არ არსებობს, არსებობს შიმშილი, რომელსაც ადამიანები ხშირ შემთხვევაში მიმართავენ, რაც იწვევს სხვადასხვა პათოლოგიურ ცვლილებებს, მაგალითად: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების პროვოცირებას და დაწყებას, საკვები ელემენტების დეფიციტს, შარდ-სასქესო სისტემაზე უარყოფით ზეგავლენას, მოზარდებში ზრდის შეფერხებას და ასე შემდეგ.
- როგორც უკვე აღნიშნეთ, დიეტა არის სწორი კვება, ამიტომ აუცილებელია კვების სწორი პრინციპი დაიცვან ორსულებმაც, რომ არ მოხდეს ზედმეტი ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვება ორგანიზმში, რაც უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ნაყოფზე, ასევე ორსულის ორგანიზმზე. რაც შეეხება ორსულობის შემდგომ კვებას, მეძუძურობის პერიოდში საკვები რაციონიდან უნდა ამოვიღოთ ისეთი პროდუქტები, რომელიც რთულია ბავშვის კუჭ-ნაწლავისთვის გადასამუშავებლად. მაგალითად, ცხიმში შემწვარი პროდუქტი, კვერცხის გული, არაჟანი, ნიგოზი, ზოგადად თხილეული, შოკოლადი. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ არის რეკომენდებული ისეთი პროდუქტის მიღება, რომელიც ალერგენებს შეიცავს ან დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, რომელიც ბავშვებში შემდგომ იწვევს აირების დაგროვებას და მუცლის ტკივილს.
- რა თქმა უნდა, ეს საფრთხე არ არსებობს, რადგან დიეტა ანუ სწორი კვება აუცილებელია ამ დროს, როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვისაც.
- მშობლები შეცდომას უშვებენ ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდშივე. თუ ორსული დედა იცავს სწორი კვების პრინციპებს, გარკვეული ჩვევები უკვე უმუშავდება ბავშვს მუცლადყოფნისას და შემდგომ, რა თქმა უნდა, 1-3 თვე აუცილებელია ბავშვს ჩამოვუყალიბოთ რეჟიმი, ასევე მნიშვნელოვანია, რომ თუ გადაგვყავს ხელოვნურ კვებაზე, საკვები იყოს ყოველგვარი დანამატის გარეშე, ანუ უშაქრო და უმარილო.
- რა თქმა უნდა, ეს გახლავთ დიდი რაოდენობით ნახშირწყლების მიღება: შოკოლადები, პურ-ფუნთუშეული და ტკბილი გაზიანი სასმელები
- შეიძლება ითქვას, რომ სოციალურ მდგომარეობასთან ბევრად არის კავშირი, ვიდრე ჩვენს ტრადიციულ კერძებთან. თუ სწორი კვების პრინციპებს დავიცავთ და შესაბამისად მივმართავთ ზომიერებას, შეგვიძლია მივირთვათ ყველაფერი. ყველა ტრადიციული კერძი კალორიულია და ბევრი - რთულად მოსანელებელიც, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აუცილებელია ზომიერების დაცვა.
- ცვლილებებს ნამდვილად არ შევიტანდი, რადგან მეც გურმანი ვარ და მიყვარს ქართული კერძები, უბრალოდ, შევცვლიდი სუფრის წესებს და ყველა ქართულ კერძს ერთ სუფრაზე არ მოვათავსებდი. უნდა შევეცადოთ, თუ მივირთმევთ ხინკალს, იმ დღესვე არ მივირთვათ ხაჭაპური ან საცივი.
რუსკა კილასონია