პატარა აწამა და მოკლა, განა ასეთი ადამიანი სასიცოცხლოა გორში 25 ოქტომბერს, შუადღისით გაუჩინარებული 8 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის ცხედარი სამართალდამცავებმა წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე ნახეს. გოგონა მე-5 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეა. სკოლაში აცხადებენ, რომ ის გაკვეთილებს დაესწრო, შემდგომ სახლში წავიდა, შუადღისით კი სახლიდან ისევ სკოლაში ცეკვის გაკვეთილზე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა სკოლაში აღარ მისულა.
მეზობლების თქმით, ბავშვი სკოლისკენ მიმავალი ნახეს, რის მერეც გაუჩინარდა. როგორც ოჯახის ახლობელმა გვითხრა, დილაობით 8 წლის გოგონას დედა მიაცილებდა სკოლაში, შუადღისით ცეკვაზე კი უკვე დამოუკიდებლად მიდიოდა.
სახლი, სადაც, სავარაუდოდ, საზარელი მკვლელობა მოხდა, იმ ქუჩის პარალელურ ქუჩაზე მდებარეობს, სადაც გარდაცვლილი ბავშვი ცხოვრობდა. შენობაში, რომელსაც ახალი მეპატრონე ჰყავს, რემონტი მიმდინარეობს, რაზეც რამდენიმე მუშა მუშაობდა, მათგან ერთი, რომელიც ბრალდებულია, მეზობლების თქმით, ღამითაც ამ სახლში რჩებოდა. მათივე განცხადებით, გოგონას ძალადობის კვალი აღენიშნება და იმ ადგილას, სადაც გარდაცვლილი გოგონა იპოვეს, მოძალადემ, სავარაუდოდ, ურიკით მიიტანა ცხედარი. განაგრძეთ კითხვა