ხვიჩა ბერიაშვილი, მისი შვილიშვილის მკვლელობის დღეს იხსენებს გორში მოკლული 9 წლის გოგოს ნანა ბერიაშვილის ბაბუა, ხვიჩა ბერიაშვილი, მისი შვილიშვილის მკვლელობის დღეს იხსენებს და ამბობს, რომ ბრალდებული ოჯახის წევრების გარემოცვაში იყო იმ დღეს, როდესაც ბავშვს ეძებდნენ.
"მაგან გაიგო, რომ ძაღლი უნდა მოეყვანათ, ან იქ გაიგო, ან მანდა. ვლაპარაკობდით, რომ ელოდებიან, ძაღლი უნდა მოიყვანონ და ვინც აქტიურობდა, თუნდაც მე ვიყო, იმას შორიახლოს დასდევდა. ვინც აქტიურობდა, ყველამ გაიგო, რომ იმას დასდევდა და ყველამ აღიდგინა," - განაცხადა მოზარდის ბაბუამ.
"სავარაუდოდ, პედოფილია - სახალხოდ უნდა დავწვათ!" - მოკლული გოგონას ბაბუა