გამომდინარე იქედან, რომ ჩინური ზოდიაქოს მიხედვით, 2019 წელი ყვითელი ღორის წელია, ნაძვის ხის მორთვისას გვირჩევენ ტყის ლამაზმანი მდიდრულად იყოს მორთული და დომინანტ ყვითელ ფერთან ერთად ყავისფერი და მწვანე ფერის სათამაშოები მოვარგოთ
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად იწყება ფიქრი იმაზე, როგორ შეიძლება მოვრთოთ წლის მთავარი სიმბოლო. ნაძვის ხის სადღესასწაულოდ მორთვა სასიამოვნო პროცესია, თუმცა იმისათვის, რომ მწვანე ლამაზმანი ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს ღირსეულად დახვდეს ადამიანები უმარავ ხერხს მიმართავენ, მათ შორის ითვალისწინებენ იმასაც თუ რა ფერის, მასალის აქსესუარები ითვლება მოდურად.
ადამიანთა უმრავლესობისთვის ახალი წელი საოჯახო დღესასწაულია და ნაძვის ხის მორთვაც სიმბოლური პროცესია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ამიტომ, თუ თქვენს სახლში უხვად მოიძებნება ძველი სათამაშოები და ფიქრობთ მათ აქტუალობა დაკარგეს უმოჯობესია ისინი ქაოტურად ჩომიკოდოთ ტოტებზე და დამატებით წვიმები, კანფეტები,გირლანდებიც გამოიყენოთ. ასე ნაძვისხე რეტრო სტილში იქნება გადაწყვეტილი.
არცთუ დიდი ხნის წინ გამოჩნდა ზამთრის ლამაზმანის მორთვის ევროპული სტილი. რაც გულისხმობს ნაძვის ხეზე ერთი ფერის დეკორაციული ფიგურების განთავსებას. ზომას და ფორმას ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ტონები შევახამოთ იდეალურად. რაც შეეხება იმას, თუ რომელ ერთ კონკრეტულ ფერზე შეიძლება შევაჩეროთ არჩევანი, საუკეთესო ვარიანტი იქნება და მწვანე ნაძვის ხეს ძალიან დაამშვენებს ოქროსფერი, ვერცხლისფერი, ულტრაიისფერი, წითელი, ფორთოხლისფერი და ოქროსფერი მოსართავები.
ნაძვის ხის მორთვის ყველაზე კლასიკურ ფორმად მიიჩნევა, ორფეროვანი კომპოზიცია. ასეთ დროს სასურველია, გავითვალისწინოთ და შევუხამოთ ერთმანთს ოქროსფერი და წითელი, ოქროსფერი და ვერცხლისფერი, ოქროსფერი და ყავისფერი, თეთრი და ცისფერი, იასამნისფერი და ვარდისფერი.
გარდა იმისა, რომ ნაძვის ხის მოსართავებების ფერები განვსაზღვროთ, მნიშვნელოვანია ასევე, როგორი ფორმის და რა მასალისგან დამზადებული სათამაშოები შევურჩიოთ.
2019 წლისთვის აქტუალური და პოპულარულია თვითნაკეთი, ხელნაკეთი სათამაშოები, რომელიც შეიძლება დავამაზდოთ სხვადასხვა ქსოვილებისგან, ქაღალდისგან, მძივებისგან, ბისერებისგან და ტოტებისგან.