უკვე ეძებთ ადგილებს, სადაც საახალწლო არდადეგებზე ბავშვის წაყვანას შეძლებთ? უკვე ეძებთ ადგილებს, სადაც საახალწლო არდადეგებზე ბავშვის წაყვანას შეძლებთ?
მაშინ ჩაინიშნეთ 29 დეკემბერი.
ბასტიბუბუ შემოქმედებითი ჯგუფი ტრადიციულად წელსაც ემზადება მაშტაბური და საინტერესო საახალწლო ზეიმისთვის. ყველა მშობელმა და ბავშვმა იცის, რომ ბასტი ბუბუსგან ხარისხიან და კაშკაშა შოუს უნდა ელოდოს. თუ შვილებისთვის წინასაახალწლო ღონისძიებებს გეგმავთ, ეს დღესასწაული ნამდვილად არ უნდა გამოტოვოთ.
ეს იქნება დიდი საახალწლო მეჯლისი დიდ საკონცერტო დარბაზში.
ამჯერად ბბბ ტელევიზიის ყველა გმირი ელისთან ერთად საოცრებათა ქვეყანაში იმოგზაურებს
ლუის ქეროლის უკვდავი ნაწარმოები "ელისი საოცრებათა ქვეყანაში" 150 წლის არის. ამ დროის განმავლობაში ითარგმნა მსოფლიოს ყველა ენაზე გაკეთდა სხვადასხვა ეკრანიზაცია, ანიმაცია, სხვა და სხვა სახის ადაპტირებული ვერსიები.
ბასტიბუბუს ვერსია საახალწო, სახალისო და მუსიკალური იქნება.
მთელი შემოქმედებითი ჯგუფი საახალწლო კოსტიუმებს იკერავს. მშობლებიც და ბავშვებიც ელისის სამყაროს გმირებად გადაიქცევიან რეჟისორი გოგიჩა კამერა სონიკით და დიჯეი კოტეთი გადაღების პროცესს გაუძღვება ბაბილინა ელისის ზღაპრის ბასტიბუბუ ვერსიას შემოგთავაზებთ ბასტი და ბუბუ მთავარ გამომცხადებლად დაინიშნა და სასაცილო სიტუაციებს არ მოაკლებს ბავშვებს დოდებიც ელისის გმირებად გადაიქცევიან და დარბაზში მჯდომ სტუმრებს სახალისო თამაშებს შესთავაზებენ. "ფერიების სკოლა" - რეჟისორის დამხმარედ დაინიშნა და ჯადოსნურ ამბებს დაატრიალებს სცენაზე. ბბბ აკადემისს ბავშვებმა არა დაბადების დღეების ოფისი გახსნეს – ჩარლი დუჩე ლაიქი და ვოლი სიურპრიზს გიმზადებთ ყველაზე საინტერესო კი ის არი რომ წარმოდგენას 12 ელისი ჰყავს, ზოგი ცრემლების ზღვაში დაცურავს ზოგი ჰიპჰოპს ცეკვავს, ზოგი კლასიკურ მუსიკაზე აცეკვებს ყვავილებს. მოკლედ ძალიან სახალისო სანახაობა გველის
29 დეკემბერს ორი კონცერტი გაიმართება.
მთელი დეკემბრის თვის განმავლობაში ბბბ ტელევიზიის მეშვეობით ბავშვები სრულ ინფორმაციას მიიღებენ ლუის ქეროლის ნაწარმოების შესახებ. ბევრი ბავშვი დაინტერესდება ამ ნაწარმოებით, წაიკითხავს, გაიცნობს ვიქტორიანულ ინგლისს. ტელევიზიის ყველა გმირი გადაცემებს მუძღვნის ელისის თავგადასავალს.