ცოტა ხნის წინ ვწერდით ვენსან კასელის შესახებ, რომელსაც მესამე შვილი შეეძინა ახალგაზრდა მეუღლისგან. როგორც ჩანს, მისი ყოფილი ცოლი, მსოფლიოს ულამაზესი ქალი მონიკა ბელუჩიც აღარ აპირებს ახალი ურთიერთობების დამალვას. პარიზის მოდის კვირეულის ერთ-ერთ სიურპრიზად იქცა მონიკასა და მისი რჩეულის ერთად გამოჩენა.
ამ რომანზე ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში ალაპარაკდნენ და რამდენიმე პაპარაცული ფოტოც გავრცელდა. საზოგადოებისთვის ოფიციალურად მის წარდგენას ან საჯაროდ ერთად გამოჩენას მონიკა აქამდე ერიდებოდა.
ახლა კი მის გვერდით ხელჩაკიდებული წარდგა და კამერებთანაც იპოზიორა.
მონიკას რჩეული ნიკოლას ლეფევრია, სამხატვრო გალერეის მფლობელი. მას ერთი ქალიშვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან, რომელთანაც საკმაოდ დიდ დროს ატარებს.
ნიკოლასს საკმაოდ შთამბეჭდავი გარეგნობა აქვს და მონიკას თაყვანისმცემლების მოწონებაც დაიმსახურა. ჩანს, მონიკაც ბედნიერია მის გვერდით.
მონიკა ბელუჩის 13 წლის ქალიშვილმა ფურორი მოახდინა - ჰგავს თუ არა დედას?