თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია და ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სამი წლის წინ ბებია-ბაბუა გახდნენ. პოლიტიკოსის ვაჟს ნიკოს, რჩეული გოგონასგან ნუცა ადამიასგან ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც თინათინი დაარქვეს.
შვილიშვილის შესახებ ნათია სოციალურ ქსელში ხშირად დებს პოსტებს, ამჯერად კი იმის შესახებ ჰყვება, როგორ იქცევა თინუსას გამო.
"ვინ ყოფილა ეს თინუსა, ფბ-ს გადამაჩვია, ხან მგელი ვარ, ხან გოჭი, ხან გოჭი ვარ, ხან მგელი, ხან მე მივდევ, ხან ვარდისფერ სპორტულებში გამოწყობილი რუხი მგელი მომდევს, ის-ისაა უნდა დამიჭიროს, შევასწრებ, დავიმალები ფარდის უკან, ჩემს წნელის სახლში, შეუბერავს სულს, ააფრიალებს, დამინგრევს...ხოდა, არ გეგონოთ, ნაკლებად მიყვარხართ, პროფესიონალი გოჭის პირობაზე კიდევ კარგად ვახერხებ მოსალმებას.
სამსახურიდან შემოსული არ ვარ სახლში, გოჭად ვმუშაობ, თინუსას ვეძახი გამათავისუფლებელს, - ლეგალური უფლება მომანიჭა, ვიქცეოდე სუნელივით " -წერს ნათია ფანჯიკიძე შვილიშვილზე.