საზოგადოებრივ არხზე წარმატებით მიმდინარეობ საბავშვო მუსიკალური პროექტი "რანინა", რომლის მართლა უნიჭიერესი და საოცარი მონაწილეები ჟიურის და მაყურებელს თანაბრად ნუსხავენ.
პროექტის მეორე ტურში განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა 8 წლის ანასტასია გარსევანიშვილის მიერ ანსამბლ "შავნაბადასთან" ერთად შესრულებულ აფხაზურ ნანას - „შიშ-ნანის“.
სიმღერა მუჰაჯირობის თემასთანაა დაკავშირებული. ლეგენდის თანახმად, ზღვით გადაჰყავდათ მოტაცებული დედა-შვილი. ნავში ბავშვი გაყინულა, ზღვაში გადასაგდებად განწირულს, დედამ, როგორც ცოცხალს, ისე დაუწყო შვილს სიმღერა და სახეზე ძუძუ დააფარა. ლეგენდას ორი დასასრული აქვს - ერთის მიხედვით ნაპირთან მისვლისას ბავშვი ცოცხლდება, მეორეთი კი დედა შვილს კარგავს. "შიშ-ნანი" აფხაზურად ასე ითარგმნება - "სუ-ნანა".