ნოე სულაბერიძემ ინსტაგრამზე ჯანეტ ქერდიყოშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომლითაც მათ სასიყვარულო ურთიერთობას ფარდა ახადა. როგორც ჩანს, ჯანეტისა და ნოეს სიყვარულის ამბავი დამალული მხოლოდ პრესისთვის არ იყო. ძალიან ბევრმა ცნობილმა სახემ კომენტარებში გაოცება გამოხატა და წყვილს ბედნიერება მიულოცა. ჯანეტი და ნოე ისე ჰგვანან ერთმანეთს ღია ფერის თვალებით და ქერა თმით, რომ მეგობრებმა აღნიშნეს კიდეც, და-ძმასავით ხართო.
შეგახსენებთ, ნოეს ორი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს, ჯანეტისთვის კი ეს პირველი გასაჯაროებული სასიყვარულო ისტორიაა, რომელსაც თავადვე ადასტურებს.
თეკლა ჟვანია