პრინცი ჰარი და სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი პირველი ვაჟის მშობლები გახდნენ. როგორც სამეფო წყვილის ინსტაგრამის გვერდი იტყობინება, ახალშობილი ქვეყანას 6 მაისს, გამთენიისას მოევლინა. ბიჭუნა 3 კილო და 300 გრამი დაიბადა. ის დამბარტონის გრაფის ტიტულს მიიღებს და მეშვიდე პრეტენდენტი იქნება ტახტისკენ მიმავალ გზაზე.
ჰარისა და მეგანის ვაჟი ჯერ-ჯერობით პრინცის ტიტულს არ ატარებს - ის დედოფალმა ელისაბედმა უნდა უბოძოს.
მშობლები აცხადებენ, რომ სულაც არ სურთ მათ ვაჟს დადებიდანვე ტიტულები მიანიჭონ. წყვილი მზადაა შვილს "ნორმალური ბავშვობა" ანახონ.
ბიჭუნა ბრიტანეთის მოქალაქეა, თუმცა, დედის მსგავსად, შეუძლია აშშ-ს მოქალაქეობაც მიიღოს.
პრინცი ჰარი, როგორც მოსალოდნელი იყო, მშობიარობას ესწრებოდა. დედა და ბავშვი თავს კარგად გრძნობენ.
ახალბედა მშობლებს პატარის გაზრდაში მეგანის დედა, დორია რეგლანდი დაეხმარება. მან ლოს-ანჟელესში ახალშობილის მოვლის კურსები გაიარა და აპრილის ბოლოდან ბრიტანეთში იმყოფებოდა შვილიშვილის მოლოდინში.
"მე კეიტი არ ვარ" - მეგან მარკლი კიდევ ერთ ტრადიციას არღვევს