სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ახალშობილი შვილის პირველ ფოტოები დღეს გავრცელდა. მეგან მარკლმა ვაჟიშვილი 6 მაისს დილის საათებში გააჩინა, პატარა უკვე ორი დღისაა, თუმცა ამ დრომდე ახალშობილის სახელს არ ამხელდნენ.
BBC - ის ინფორმაციით, პატარას მშობლებმა არჩი დაარქვეს. სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ახალშობილი შვილის ოფიციალური სახელი და გვარი არჩი ჰარისონ მაუნტბატენ-უინძორი იქნება.
ინფორმაციისთვის, მეგანმა ტრადიცია დაარღვია და არ გამოჩნდა ფოტოსესიისთვის სამშობიაროს ზღურბლთან მშობიარობიდან რამდენიმე საათში. პატარა 3,2 კგ დაიბადა 6 მაისს, ლონდონის საავადმყოფოში.