44 წლის ვარსკვლავი მილა იოვოვიჩი სულ მალე მესამედ გახდება დედა. მთელი ორსულობის პერიოდში ინსტაგრამზე საკმაოდ აქტიური იყო და ხელმომწერებს უზიარებდა თავის განცდებს, ფიზიკურ მდგომარეობას. ახლა აღიარა, რომ ოცნებობს, რაც შეიძლება მალე გააჩინოს მესამე შვილი.
მილას თქმით, მშობიარობამდე სულ ორი კვირაღა დარჩა, მაგრამ ძალები გამოეცალა. მისი თქმით, მესამე ტრიმესტრი ყველაზე რთული აღმოჩნდა: "სპილოს ფეხები მაქვს, ზურგი და წელი მტკივა, 15 წუთში ერთხელ ტუალეტში დავრბივარ. ძილი? აღარც მახსოვს, როგორია. თუ ბავშვი ისეთივე მყვირალა იქნება, როგორიც ჩემი უფროსი ქალიშვილი იყო, ალბათ შემდეგი რამდენიმე წელიც ვერ გამოვიძინებთ".
მილას 54 წლის რეჟისორ პოლ ანდერსონთან ორი ქალიშვილი ჰყავთ. ერთი ორსულობა, სამწუხაროდ, იძულებითი აბორტით დასრულდა, რაზეც საკმაოდ მტკივნეულად ისაუბრა ცოტა ხნის წინ.