მიუხედავად იმისა, რომ გადასახადების სახელმწიფოს მიერ დაფარვის მექანიზმთან დაკავშირებით ბევრჯერ დაიწერა, მაინც დარჩა შეკითხვები და ჩვენმა მკითხველებმაც, რომლებმაც წყლის გადასახადის შესახებ მიიღეს მესიჯები შესაბამისი კომპანიისგან, კიდევ ერთხელ იკითხეს, ნებისმიერ შემთხვევაში ეხება თუ არა მოქალაქეს შეღავათი წყლისა და დასუფთავების გადასახადზე.
კიდევ ერთხელ დავაზუსტეთ კომოანიებთან და მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, 3 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ. შესაბამისად, თუ ელექტროენერგიის გახარჯვა თვეში 200 კილოვატზე მეტი არ გაქვთ, არც წყლისა და დასუფთავების გადასახადს გადაიხდით. ხოლო თუ 200 კილოვატზე მეტი გაქვთ, შესაბამისად, გადაიხდით დანარჩენ კომუნალურებსაც.
"თბილსერვის ჯგუფშიც" და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერშიც (GWP) გვითხრეს, რომ მარტის, აპრილისა და მაისის გადასახადს სახელმწიფო დააფინანსებს იმ შემთხვევაში, თუ 200 კილოვატზე ნაკლები ელექტროენერგია გექნებათ დახარჯული. თუ კომუნალური გადასახადები ერთადაა, სამივეს ეხება სახელმწიფოს შეღავათი.
თამარ იაკობაშვილი