ბავშვები ხანდახან იკარგებიან ხოლმე - ეს ცნობილი ამბავია ბავშვები ხანდახან იკარგებიან ხოლმე - ეს ცნობილი ამბავია. უსიამოვნო, მაგრამ ფაქტი. ჩვენ, უფროსებსაც გვაქვს შემორჩენილი მეხსიერებაში ერთი-ორი დაკარგვის მომენტი - ვიღაც მაღაზიაში დაიკარგა, ვიღაც - ბაზარში, ვიღაცას სკოლიდან სახლისკენ მისასვლელი გზა აებნა და ა.შ. ასეთ მომენტებს ბევრი ღიმილითაც იხსენებს, თუმცა ყოველთვის ყველაფერი კარგად არ მთავრდება. ამიტომ ჯობს, მშობლებმა, პრევენციისთვის, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციონ - ყველგან და ყოველთვის, და მეტი რამ ასწავლონ, დაიცვან მარტივი წესები, რომ თავიდან აიცილონ მსგავსი ფაქტები. სიფრთხილეს თავი არ სტკივაო - ასეთი კარგი ანდაზაც გვაქვს...