დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ერთ-ერთი ყველაზე მყარი შოუბიზნესური წყვილია. მათ ერთმანეთი 1990-იან წლებში გაიცნეს. მგზნებარე რომანის შედეგად დაიბადა ბრუკლინი. ბიჭის დაბადებიდან 4 თვეში კი, 1999 წლის 4 ივლისს, დაქორწინდნენ.
ქორწინებიდან 21 წლისთავზე ფეხბურთელმა ემოციური ვიდეოთი და ტექსტით მიულოცა ცოლს ეს დღე:
"დაახლოებით 23 წლის წინ გარი ნევილთან ერთად ვიჯექი ოთახში, ტელევიზორში კი "სპაის გერლზის" კლიპს აჩვენებდნენ. მოვტრიალდი და ვთქვი: "ო, ძალიან მომწონს ეს გოგო, შავ პატარა კომბინეზონში". ვინ იფიქრებდა, რომ წლების შემდეგ ქორწინების 21-ე წლისთავს აღვნიშნავდით და 4 ყველაზე ლამაზი და იდეალური შვილი გვეყოლებოდა. მადლობა და გილოცავ. მიყვარხარ", - დაწერა სპორტსმენი.
ვიქტორიამაც მიუძღვნა საყვარელ ქმარს პოსტი: "გილოცავ! ვერ ვიჯერებ, რომ 21 წელი გავიდა იმ მომენტიდან, როცა ვთქვით "დიახ". ოთხი შვილი, ოთხი ძაღლი, ამდენი სიცილი! მიყვარხარ ყოველდღე უფრო და უფრო".
ბევრმა არ იცის, რომ ამ წყვილის ამბავი თბილისს უკავშირდება. ეს ამბავი კი ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე:
თბილისი რომ არა, ეს ცნობილი ოჯახი არ შედგებოდა - ეს ბევრმა არ იცის!
ვიქტორია ბექჰემის ოთხივე შვილი ერთი და იგივე დაავადებით იტანჯება, რომელიც დედისგან გამოჰყვათ
რა მისწერა ვიქტორია ბექჰემმა საკუთარ თავს 18 წლის ასაკში – ყველა გოგოს საკითხავი