წყვილმა კადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. "ორი კვირის წინ ჩემს მეორე ნახევარს ცოლობა ვთხოვე და მან თქვა "დიახ". ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ დედამიწაზე, გპირდები, საუკეთესო ქმარი და მამა ვიქნები. მიყვარხარ, პატარავ."- დაწერა ბრუკლინმა ინსტაგრამზე.
არც მისი მომავალი მეუღლე, ამერიკელი მსახიობი, დარჩენილა ვალში: "ყველაზე ბედნიერ გოგონად მაქციე მსოფლიოში. ვეღარ ვითმენ, ისე მინდა ჩემი დარჩენილი ცხოვრება შენთან ერთად გავატარო. შენი სიყვარული - ყველაზე ძვირფასი საჩუქარია. მეც ხომ ასე ძლიერ მიყვარხარ."- დაწერა მან. გოგონამ ასევე აღნიშნა, რომ ყველაზე ბედნიერი და გულისამაჩუყებელი კადრი ბრუკლინის უმცროსმა დამ, ჰარპერმა გადაიღო. სურათში ნიკოლას დისნეის პრინცესის ყვითელი კაბა აცვია და უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭედი უკეთია.
ბრუკლინის ნიშნობას დედამთილი ვიქტორიაც გამოეხმაურა და ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:
"ყველაზე საინტერესო ამბავი! ჩვენ, ყველას, არ შეგვიძლია ბედნიერები არ ვიყოთ იმით, რომ ბრუკლინი და ნიკოლა დაქორწინდნენ. გისურვებთ უსასრულო სიყვარულსა და ბედნიერებას. ძალიან გვიყვარხართ." - ვიქტორიამ პოსტი დევიდის, რომეოსა და კრუიზის სახელითაც დაწერა და სიხარული გამოხატა, რომ ნიკოლა მათი ოჯახის წევრი ხდება.
როგორც ჩანს, სასიამოვნო სიახლემ ცნობილი ოჯახის არაერთი თაყვანისმცემელი გაახარა. ვიქტორიას მიერ გამოქვეყნებულმა პოსტმა მალევე ორ მილიონზე მეტი მოწონება დაიმსახურა.