"შვებულება დღე#1
კარანტინი #1
ლევანის დაბადების დღე.
სვანეთი, მესტია, 2020 წელი, 10 აგვისტო
პ.ს. მე, ამდენის მნახველს და განცდილს, ასეთი შოკისმომგვრელი დღე ჯერ არ მქონია. მე, ლევანი, ნატალია და ალექსი, როგორც მესტიაში მყოფი ტურისტები,გადავედით კარანტინში.
პ.სს. როცა, მთელი სამყარო დისტანციურად, ონლაინ მუშაობდა, მეც და ლევანიც ვიყავით იმ ძალიან, ძალიან მცირე გამონაკლისში, რომელიც ყოველდღე, ჩვეულ რეჟიმში დადიოდა სამსახურში, გაჩერებული, დაკეტილი ქალაქის პირობებში და ვმუშაობდით ჩვენ ჩვენს ოფისებში. ახლა, როცა შვებულების აღება და დასვენება გადავწყვიტეთ და გრძელი მარშრუტიც შევადგინე, ყველაზე გრძელ მანძილზე, სადაც დღეიდან შემიძლია წავიდე, სასტუმროს ნომრის აივანია. დიდი მადლობა ყველას, ვინც დღევანდელ საგიჟეთში ძალიან ოპერატიულად და გულმოდგინედ დამეხმარა და შემიმსუბუქა ის რთული მდგომარეობა, რომელშიც ასე მოულოდნელად აღმოვჩნდი. არაფერი მკითხოთ, ისედაც შოკში ვარ", - ეს ჟურნალისტ ანა მარშანიას პოსტია, რომლითაც ამცნო მეგობრებს და ახლობლებს ამ "თავგადასავლის" შესახებ.
ანა და მისი ქმარ-შვილი უკვე მესამე დღეა კარანტინში არიან. ყველანაირად ცდილობენ, ბავშვებმა არ მოიწყინონ. ანას მეუღლემ ლევან ცეკვაშვილმა წებოვანი ლენტებისგან და სასტუმროს საპნებისგან ორიგინალური დამკის სათამაშო დაფაც კი მოაწყო. მეგობრულ და შემოქმედებით ოჯახს მსგავსი განსაცდელები ნამდვილად არ აშინებს.
ჩვენს კოლეგას და მის ოჯახს ამ რთული პერიოდის მშვიდობიანად გავლას და ჯანმრთელობას ვუსურვებთ.
ქართველი მამა, რომელმაც სიცხიანი შვილები ორიგინალურად წაახალისა - ძალიან პოზიტიური ვიდეო