ანჯელინა ჯოლისთან ხმაურიანი განშორების შემდეგ ბრეტ პიტის გვერდით მალე გამოჩნდა ახალგაზრდა მზეთუნახავი - მსახიობზე 29 წლით უმცროსი ნიკოლ პოტურალსკი. ეჭვი, რომ ხანში შესული ბრედის მიმართ ნორჩ ლამაზმანს მხოლოდ რომანტიკული განცდები არ ექნებოდა, იმთავითვე გაჩნდა. თუმცა ახლახან გაირკვა, რომ ბრედის ახლობლები შეშფოთებულნიც კი არიან მისი და ნიკოლის ურთიერთობით. მეგობრები ირწმუნებიან, რომ პოტურალსკის არცთუ გულწრფელი ზრახვები აქვს, მსახიობს სახელის მოსახვეჭად იყენებ და ბრედის წყალობით სურს, უფრო ძვირადღირებული სარეკლამო კონტრაქტები მოიპოვოს.
გამოცემა New Idea ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ნიკოლს კაცების "გულთა მსხვრეველის" რეპუტაცია აქვს. ბრედ პიტის უახლოესი მეგობრები შიშობენ, რომ "ნიკოლს რაღაც გეგმები აქვს" და "ყველაფერზე წამსვლელია" კარიერისა და საკუთარი სახელის კიდევ უფრო წარმოსაჩენად. მათთვის ძალიან გამაღიზიანებელი იყო, როცა პოტურალსკის ინსტაგრამზე ლურჯი ფერის მინიშნება მაშინვე გაჩნდა, რაც ბრედთან ურთიერთობის შესახებ საზოგადოებამ შეიტყო. მათთვის ეს პირდაპირი მინიშნებაა იმისა, რომ ნიკოლს ბრედის ხარჯზე სურს კარიერის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა. მეგობრებს ისიც აეჭვებთ, რომ ნიკოლს თავის შვილის მამასთან, მდიდარ გერმანელ ბიზნესმენთან როლანდ მარისთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია.
"ანჯელინასთან მრავალწლიანი ურთიერთობის დანგრევის შემდეგ მეგობრებს არ უნდათ, რომ ბრედი ისევ გულგატეხილი დარჩეს. შიშობენ, რომ ნიკოლი მას უბრალოდ გამოიყენებს და შემდეგ მიატოვებს" - განუცხადა გამოცემას ანონიმურმა წყარომ.