ეს ამონარიდია ნიჭიერი ქართველი მსახიობის ნანა ბუთხუზის გმირის, სამი შვილის დედის, ონკოპაციენტი ქეთოს ემოციური და შთამბეჭდავი მონოლოგიდან, ახალ ქართულ სერიალში "ქიმია". ქეთო გულწრფელად ყვება ჯერ დედის და შემდეგ მისი საკუთარი დიაგნოზის ამბავს...
ცნობისათვის, ტელესერიალი საზოგადოებრივ არხზე დიდი ხანი არაა, რაც გადის, თუმცა უკვე მოასწრო გულშემატკივრების შემოკრება. ონკოპაციენტების ნამდვილი ამბები, მსახიობების მიერ ემოციურად და დამაჯერებლად გათამაშებული თუ ყოველი ეპიზოდის ბოლოს რეალური ადამიანების მიერ მოყოლილი, მართლაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მაყურებელზე და ალბათ მნიშვნელოვანია იმის გაგებაც ამ ადამანებისგან, ამ ისტორიებიდან, რომ კიბო არაა განაჩენი და ცხოვრება ამით არ მთავრდება, პირიქით, შეიძლება, სულაც ხელახლა იწყებოდეს ან იცვლებოდეს...