ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ გადაცემის ეთერი დედას, ჯულიეტა ვაშაყმაძეს მიუძღვნა. მონოლოგი საკმაოდ ემოციური იყო, ტელევიზიის ღვაწლმოსილი თანამშრომლის, ქალბატონი ჯულიეტას შესახებ მისმა შვილმა ბევრი საზოგადოებისთვის უცნობი დეტალი გაიხსენა.
"ჩვენ რომ თავს წამოვყოფდით ლოგინიდან, დედას უკვე ნახევარი დღე ჰქონდა გავლილი და უამრავი საქმე გაკეთებული. უფროსი შვილი 40 წლის ასაკში გააჩინა, თუმცა მანამდე დიდი უბედურება გადაიტანა. სულ პირველი შვილი, ჩემი ნახევარძმა ერთი თვის ასაკში ფილტვების ანთებით დაეღუპა. ამ ტრაგედიამ მისი ოჯახიც იმსხვერპლა, ქმარს და შორდა და წლების მერე შეხვდა მამაჩემს" - ამბობს გიორგი გაბუნია.