ზღაპრებში აღწერილი პრინცესების ცხოვრება ძალიან შორსაა იმ რეალობისგან, რომელშიც აღმოსავლეთის პრინცესების ცხოვრობენ. მაგალითად, პრინცესა ლატიფა, რომელიც შეიხი მამის ტირანიას ორიჯერ გაექცა, აღმოჩნდა, რომ დაპატიმრებულია და საპყრობილეში ზის.
ლატიფა მამის, დუბაის შეიხ მოჰამედის სასახლიდან ბოლოს 3 წლის წინ გაიქცა, თუმცა მალევე ძალის გამოყენებით დააბრუნეს უკან. მას შემდეგ ის ჟურნალისტთა თვალთახედვიდან გაქრა. როგორც შეიხის ოჯახმა განმარტა, გოგონას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და არ სურთ მისი საზოგადოებაში გამოჩენა. ეს იყო ლატიფას გაუჩინარების ოფიციალური ვერსია, რომელიც გაეროს მაშინდელმა უმაღლესმა კომისარმა, მერი რობინსონმა დაადასტურა.
მილიონობით ადამიანს, ვინც იცოდა პრინცესის სკანდალური გაქცევის ამბავი, ამ ვერსიის არ სჯეროდა. როგორც აღმოჩნდა, არც ცდებოდნენ. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეჩანაწერები, სადაც საშინლად გამხდარი ლატიფა თავად ყვება, რა მოხდა სინამდვილეში.
„პატიმარი ვარ. ეს ვილა გადააკეთეს და ციხედ აქციეს. ყველა ფანჯარას გისოსი აქვს. გარეთ 5 პოლიციელი მორიგეობს, შიგნით - ორი ქალი პოლიციელი მიწევს ზედამხედველობას. სუფთა ჰაერზეც ვერ გავდივარ. ჩვეულებრივი პატიმარი ვარ“ - აცხადებს ლატიფა ვიდეოჩანაწერში.
გასულ წელს ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ ლატიფას დაკავება მამაისის, მილიარდერი შეიხის ბრძანებით მოხდა, რომელმაც განკარგულება გასცა, ნებისმიერ ფასად დაებრუნებინათ შინ მისი ქალიშვილი.
ლატიფა იხსენებს მისი დაკავების ამბავს. ერთ-ერთ ემირატელი ოფიცრის კბენაც მოასწრო, სანამ მეორე ტრანკვილიზატორის ინექციას ჩაარჭობდა. გონზე რომ მოვიდა, უკვე ციხედ გადაკეთებულ ვილაში იყო და აღარც დაუტოვებია ის. მეგობრებმა მისთვის ტელეფონის გადაცემა მოასწრეს, რომელშიც ვიდეო გზავნილებს წერდა აბაზანაში დამალული. ეს ერთდაერთი ადგილია ვილაში,რომლიც კარის დაკეტვის უფლებაც აქვს.
ახლა კი მისი მეგობრები შეშფოთებულნი არიან - ლატიფა დიდი ხანია კავშირზე აღარ გამოსულა და შიშობენ, საფრთხე ხომ არ დაემუქრა მის სიცოცხლეს.
ლატიფა ერთ-ერთია შეიხის 30 შვილიდან. ის თავის დროზე მამას აუმხედრდა და მისი მმართველობა გააპროტესტა. დაკავების შემდეგ მან შეცვალა ჩვენება და მამის ყველა ბრალდება უკან წაიღო.