არცთუ ისე მცირე პაუზის შემდეგ, სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" მსახიობი შოთიკო ნოზაძე დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე, სერიალიდან წამოსვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო, ამ პერსონაჟზე ფიქრი არ შეუწყვეტია. გახარებულია, "ჩემი ცოლის დაქალებში" თამაშის შესაძლებლობა ისევ რომ მიეცა. გამოხმაურება ცხადყოფს, რომ მაყურებელი თენგოს გამოჩენას ელოდებოდა.
- მიუხედავად იმისა, რომ წელიწად-ნახევარია, სერიალში აღარ მითამაშია, სულ მქონდა განცდა, რომ ასეთი დიდი დრო კი არა, ერთი ან ორი კვირა იყო გასული. ეს დრო ვერ შევიგრძენი.
- დაბრუნების მოლოდინი რამდენად გქონდა?
- სადღაც გულის სიღრმეში სულ მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე, ეს პროექტი თავად დავტოვე, ჩემი გადაწყვეტილება იყო.
- რატომ დატოვე?
- ამ მიზეზზე ლაპარაკი არ მინდა.
- პერსონაჟი, რომელმაც ძალიან პოპულარული გაგხადა და გადასაღებ მოედანზე ყოფნა არ გენატრებოდა?
- მიუხედავად იმისა, რომ აღარ ვთამაშობდი, ამ პერსონაჟზე მაინც სულ ვფიქრობდი, რა მოხდებოდა მის ცხოვრებაში, კონკრეტულ სიტუაციაში რას იტყოდა, როგორ მოიქცეოდა. რას აკეთებდა იქ, სადაც იყო? მოკლედ, ამ პერიოდის განმავლობაში, თენგო ჩემთან ერთად ცხოვრობდა.
- დაბრუნების შემდეგ, "თენგოის" ცოტათი უცნაური გარემო დახვდა. ოჯახში მოვლენების ასეთ განვითარებას ელოდი?
- ეს ის შემთხვევა, როცა ვერ იტყვი, რა როგორ იქნება. შესაძლოა ლოგიკას მიჰყვე და სცენარის სავარაუდო განვითარებას მიხვდე, მაგრამ ხშირად, სრულიად ალოგიკური ამბებიც ხდება. ქეთი დევდარიანი ისეთ ვარიანტს ირჩევს, რომელიც ლოგიკისგან ძალიან შორს არის. აქედან გამომდინარე, ვხვდებოდი, ეს კაცი რუსეთში რომ წავიდა, იქიდან დაბრუნებულს კარგი განწყობით არ დახვდებოდნენ და ასეც მოხდა. სიტუაცია დაიძაბა, რაღაცები მოხდა, რასაც ვერ გავამხელ და წინ კიდევ უფრო საინტერესო ამბები გველოდება.
- რეალურ ცხოვრებაში როგორი მეუღლე ხარ?
- მგონი, კარგი მეუღლე ვარ, პერსონაჟისგან რადიკალურად განსხვავებული.
- როგორც მეუღლეს, საკუთარ თავს როგორ დაახასიათებ, მზრუნველი, ყურადღებიანი თუ...
- ასე დახასიათება და საკუთარ თავზე ლაპარაკი ძალიან მიჭირს. რომ ვამბობ, "კარგი", ეს მზრუნველსაც ნიშნავს და ყურადღებიანსაც.
- შენი შვილის რეაქცია როგორია, როცა ეკრანზე გხედავს?
- როგორც კი დამინახავს, მასთან ერთად თუ არ ვარ, მეძახის, - მამიკო, მამიკო, ტელევიზორში შენ ხარ! რა თქმა უნდა, უხარია. როცა ვეუბნები, სამსახურში მივდივარ-მეთქი, მეკითხება, - ტელევიზორში უნდა იყოო?
განაგრძეთ კითხვა