ნუკი კოშკელიშვილი ერთი წელი, ბავშვთან ერთად, საქართველოში, მეუღლისგან შორს იმყოფებოდა და კორონავირუსის გამო ამერიკაში წასვლას არ ჩქარობდა, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და მთელი ოჯახი მალევე დაინფიცირდა. როგორ გრძნობენ თავს იზოლაციაში და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა? - ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნუკი AMBEBI.GE-ს ესაუბრა:
- ერთი წელი საქართველოში ვიყავი. ამერიკაში დავბრუნდი და მთელ ოჯახს კორონავირუსი შეგვეყარა. ბენს იანვარში ეკუთვნოდა ვაქცინის გაკეთება, ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდა, მაგრამ ვერ მოასწრო და მერე ჩადგა რიგში. არ დაიჯერებთ და ამ კვირაში გვიწევდა ვაქცინის გაკეთება და ვიდრე გავიკეთებდით, მანამდე შეგვეყარა. ჩემი მეუღლე საავადმყოფოში მუშაობს, პირდაპირი კავშირი აქვს დაავადებულებთან, ჯერ ბენს გადაედო, მისგან კი - მე და ბავშვს. ჩემს მეუღლეს უცნაურად - გულისრევით დაეწყო, მოწამვლა გვეგონა. მეორე დღეს სამსახურში წავიდა და იქ დაუდგინდა. მერე უკვე ხველა და მაღალი სიცხე ჰქონდა. ჯერ არ გამოვჯანმრთელებულვართ და შეიძლება, ადრეა ლაპარაკი, არ ვიცი, კიდევ რა სირთულეები გვექნება, თუმცა შიშის ფაქტორი უფრო მეტია, თორემ სიმპტომებით ჩვეულებრივ გრიპს ჰგავს.
- ძალიან რთული ერთი წელი იყო. ბავშვს და მამას ერთმანეთი ენატრებოდათ. მეც მინდოდა ქმართან ყოფნა. მასაც ძალიან უჭირდა. ამერიკაში მარტო იყო. მოგეხსენებათ, პანდემიის პირველი ტალღა და პირველი ემოციები ყველასთვის ძალიან აუტანელი იყო, მით უმეტეს, ცალ-ცალკე ვიყავით. ერთად ბევრად უკეთ ვუმკლავდებით ყველაფერს. ამიტომ არც კი მინდა გავიხსენო, თუმცა საკმაოდ პროდუქტიული იყო. ოპტიმისტი ვარ და ბენს ხშირად ვეუბნები, - მე ბრენდი შევქმენი, შენ ბევრი ხატე (ბავშვთან ერთად ვერ ახერხებს) და ჩვენგან და ხმაურისგან დაისვენე-მეთქი. ამას რომ ვამბობ, ბრაზდება. განაგრძეთ კითხვა