როგორც ცნობილია, მომღერალ ლელა წურწუმიას კორონავირუსი დაუდასტურდა. სუნთქვის გაძნელების გამო პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს და რამდენიმე საათის განმავლობაში ჟანგბადდამოკიდებული იყო. როგორც თავად ამბობს, ნახევარ დღეში ექიმებმა მოახერხეს ის, რომ თავს უკეთ გრძნობს და გულშემატკივრების დასამშვიდებლად ვიდეოსაც ავრცელებს.
ცნობისათვის, ლელა ორჯერადად იყო აცრილი დიდი წვლილი მის სწრაფ გამოჯანმრთელებაში ამასაც მიუძღვის.
"ჩემო მაგარო ადამიანებო, დიდი მადლობა ამხელა მხარდაჭერისთვის….
ჩემი თხოვნააა, ნუ მიაქცევთ ყურადღებას ამ ბოროტი ადამიანების კომენტარებს…
მთავარია, თქვენ ხართ ძალიან, ძალიან ბევრნი.
ყველაფერი კარგად იქნება.
მიყვარხართ."
ასევე გაავრცელა პოსტი მამულიჩამ:
"ორი დღეა, ლამის ყოველ საათში, მიუხედავად ამ გადასხმებისა და ინგალაციების, აქეთ მწერს ლელა, როგორ ხარ მამულიკოოო.
არ ვიცი, რა ვთქვა და რა ვქნა?
გთხოვ, შემომიშვი და დამაწვინე, ლევან ექიმო".
მამულიჩას ვირუსი არ დაუდასტურდა.
თეკლა ჟვანია