მშობლებს თავიანთი საქციელი მართებულად მიაჩნიათ და ამაყობენ ვაჟით ახალშობილი ტედი ნოა ჰოულსტონი, რომელმაც დაბადებიდან დაახლოებით საათ-ნახევარი იცოცხლა, ყველაზე ახალგაზრდა დონორად იქცა – ტრანსპლანტაციისთვის საჭირო ორგანოების. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთსი, კლინიკის ექიმებმა სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს და შინაგანი ორგანოები ამოაცალეს. პატარა ნოას თირკმლები და გულის რამდენიმე სარქველი სავარაუდოდ უკვე ვიღაცის სიცოცხლის გარანტად იქცა.
ტედი ნოა ორგანოების გადანერგვის ისტორიაში ყველაზე პატარა დონორი გახდა, მისი ისტორია კი დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ჯეს ევანსმა და მაიკ ჰპულსტონმა შეიტყვეს, რომ ტყუპს ელოდნენ. თუმცა სასიხარულო ამბავი მალევე დაჩრდილა ცნობამ, რომ ერთ-ერთი ტყუპისცალი სერიოზულად იყო ავად და ექიმების დიაგნოზის მიხედვით, დაბადებიდან მალევე გარდაიცვლებოდა. ჯესისა და მაიკის დარდი განუზომელი იყო, მაგრამ შეთავაზებაზე უარი არ უთქვამთ და გადაწყვიტეს, თანხმობა განეცხადებინათ მათი ვაჟის ორგანოების ტრანსპლანტაციაზე.
ბავშვების დაბადების მომენტში დედ-მამა უკვე მზად იყვნენ და როგორც კი ერთ-ერთი პატარა დაიღუპა, სულ რაღაც 3 წუთში ჩატარდა გადანერგვისათვის საჭირო ოპერაცია.
მშობლებს თავიანთი საქციელი მართებულად მიაჩნიათ და ამაყობენ ვაჟით, მამა ფიქრობს, რომ ტედი "პატარა გმირი" გახდა.
მის ძმას ნოა ტედი ჰოულსტონი დაარქვეს, ის ჯანმრთელია და ახლა სამი წლის დასთან და ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად უელსის დედაქალაქ კარდიფში ცხოვრობს.
ასევე იხილეთ: ამ ბიჭუნამ სასიკვდილო სარეცელზე დედას საოცარი რამ სთხოვა
მათი ვაჟი ტრაგიკულად დაიღუპა, მაგრამ მშობლებს მიეცათ შანსი, ხელახლა გაეგონათ მშობლიური გულისცემა