საწოლში მწოლიარე პატარა აალებული სახლიდან გამოიყვანა მრავალი წლის წინ მეხანძრე მაიკ ჰიუზმა 9 თვის დანიელ დევისონი ხანძარს გადაარჩინა - საწოლში მწოლიარე პატარა აალებული სახლიდან გამოიყვანა. როგორც მოგვიანებით მეხანძრემ გაიხსენა, ცეცხლმოკიდებულ სახლში ბავშვი მოკუნტული იწვა საწოლზე და შველას ელოდა.
თუმცა ამბავი ამით არ დასრულებულა. რამდენიმე წლის შემდეგ კაცმა მოისურვა გაეგო, რა ბედი ეწია მის მიერ გადარჩენილ ბავშვს. ფეისბუქით იპოვა და მისწერა: "მე მგონი, ხანძრიდან შენ გამოგიყვანე, მაშინ ისეთი პატარა იყავი..."
ამ მომენტიდან მათ არ შეუწყვეტიათ ურთიერთობა და მაიკი გოგონასთვის მეორე მამად იქცა. მერე კი, 18 წლის რომ გახდა, გამოსაშვებ საღამოზე დაპატიჟა მაიკი, როგორც თავისი მხსნელი და ახლო მეგობარი.
როდესაც დანიელმა სიტყვა წარმოთქვა, მაიკი ტიროდა: "ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაიკია აქ. გამუდმებით ვტირი ბედნიერებისგან, როცა ვფიქრობ, რომ ყველაფერი სხვაგვარად შეიძლებოდა მომხდარიყო. მე აქ არ ვიქნებოდი, რომ არა ის".