"არ დავიღალეთ ამდენი ნეგატივით?!" "მის საქართველო" ჯანეტ ქერდიყოშვილი, ლას-ვეგასიდან სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, სადაც "მის სამყაროს" ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოდა. თუმცა, საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე 15 საუკეთესო გოგონას შორისაც ვერ მოხვდა. მოდელის მიერ გუშინ, AMBEBI.GE-თან გაკეთებულმა განცხადებამ მამისა და საყვარელი მამაკაცის შესახებ, მთელი საქართველო კიდევ ერთხელ აალაპარაკა. ამის გამო, იგი საკუთარ სიტყვებს კიდევ ერთხელ განმარტავს: "ჩემო ძვირფასებო ! ჩემო უნიჭიერესო და უჭკვიანესო ქართველებო ! რამდენნი ვყოფილვართ. თქვენ გაგახარათ ღმერთმა ! არ დავიღალეთ ამდენი ნეგატივით?! თქვენი თითოეული უარყოფითი სიტყვა ხომ ისევ თქვენ გიბრუნდებათ დროთა განმავლობაში. უკვე მარაზმში გადადის ამ თემაზე ლაპარაკი , მაგრამ როგორც ვხედავ ჩვენი პატივსაცემი საზოგადოების ნაწილი მაინც ვერ ხვდება ჩემს მიერ გამოთქმულ აზრზს და შეხედულებას .
გაგრძელება