იგი 13 წლამდე ისე გამხდარი და უშნო იყო, რომ ბიჭები დასცინოდნენ და კბილის საჩიჩქნ ჩხირს ეძახდნენ... იგი 13 წლამდე ისე გამხდარი და უშნო იყო, რომ ბიჭები დასცინოდნენ და კბილის საჩიჩქნ ჩხირს ეძახდნენ...
უცნაური რამ არის ბედიწერა, როდის რა სიურპრიზს მოგიწყობს, ღმერთმა იცის... იმ კნაჭა გოგოსთვის კი ყველაზე მოულოდნელი სიურპრიზი ის იყო, რომ 15 წლისა უცებ დამშვენდა, თან ისე, რომ ქუჩაში თვალს აყოლებდნენ...
წლების შემდეგ ეს "შეუხედავი" გოგონა კინოვარსკვლავი გახდა, მთელი იტალია აღმერთებდა და მას კათოლიკური წესის "შებღალვაც" კი აპატია. დიახ, ის სოფი ლორენი გახლავთ, ბუნებრივად ლამაზი, ელეგანტური და მუდამ მომხიბვლელი...
სოფია ვილანი შიკოლონე თავადაპირველად რომში ცხოვრობდა. მას დედა - რომილდა, მარტო ზრდიდა. მამა - რიკარდო ოდნავადაც არ იწუხებდა თავს მათთვის. არადა, რომილდას ის ძალიან უყვარდა და ელოდა. რიკარდო მხოლოდ ერთხელ დაბრუნდა მასთან და რომილდა მეორედ დაფეხმძიმდა. გაჩნდა გოგონა, მარია, თუმცა სოფიასგან განსხვავებით მამამ მას გვარი არ მისცა. რომილდას გაუჭირდა დედაქალაქში ყოფნა და საცხოვრებლად ნეაპოლის ახლოს მდებარე მეთევზეთა პატარა ქალაქ პოცუოლიში გადავიდა...
სოფი 16 წლის იყო როცა მომავალი მეუღლე ერთ-ერთ კაფეში გაიცნო, კარლომ მას სილამაზის კონკურსში მონაწილეობა შესთავაზა, სწორედ ამის შემდეგ აღმოაჩინა მომავალმა მეუღლემ პატარა გოგონას მსახიობური ნიჭი. მამაკაცი მალევე მიხვდა, რამდენად წარმატებული იქნებოდა გოგონა კინომატოგრაფიაში და სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მათი სიყვარულის ისტორიაც.
პირველი მთავარი როლი 20 წლის სოფიმ ფილმ "ოქროს ნეაპოლში" შეასრულა. პირველი ძვირფასი საჩუქარი კი, რომელიც მან საყვარელი მამაკაცისგან მიიღო იყო ბრილიანტის ბეჭედი.
1955 წელს სოფი ლორენი უკვე საკმაოდ ცნობილი და წამატებული ქალბატონი გახლდათ. ის კონკურენციას უწევდა იმ დროსთვის ყველაზე წარმატებულ მსახიობებს , როგორებიც იყვნენ ჯინა ლოლობრიჯიდა და სილვანა მანაგო. სოფი მსოფლიო ვარსკვლავი გახდა, თუმცა მას თავისი წარმატება არ ადარდებდა, გოგონას სურდა თავისი შეყვარებულის გვერდით იტალიაში ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ კარლოს პირველი ქორწინება მათ დაოჯახებაში ხელს უშლიდა, გოგონა დიდი მოთმინებით ელოდა იმ დროს, როცა საყვარელი ადამიანი საბოლოოდ მის გვერდით იქნებოდა.
მაშინ, როცა იტალიელმა იურისტება თითქოს მოაგვარეს განქორწინების პრობლემა და კარლო და სოფი შეუღლდნენ, ვატიკანმა ქორწინება ბათილად სცნო. კარლოს პირველმა მეუღლემ უარი განაცხადა გაყრაზე, ხოლო ორცოლიანობა იტალიის საზოგადოებამ დაგმო. სოფისა და კარლოს სამშობლოდან გაქცევა მოუწიათ.