როგორც ირკვევა, ახალდაოჯახებულებს ბინა ნაქირავები ჰქონდათ 21 იანვარს, ნაძალადევის რაიონში მომხდარი ტრაგედიის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ხორნაბუჯის ქუჩაზე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, ახალდაოჯახებულებს ბინა ნაქირავები ჰქონდათ. მეზობლებმა მას შემდეგ, რაც მათთან დაკავშირება ვერ მოახერხეს, სამაშველო სამსახური გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე მისულ მაშველებს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაცვლილი დახვდათ.
დაღუპული შორენა აბულაძე იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი იყო. სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე სამძიმრის ტექსტი გავრცელდა, სადაც ვკითხულობთ: "შორენა აბულაძე 2009 წლის 25 ნოემბრიდან გადიოდა სტაჟირებას აღსრულების ეროვნულ ბიუროში. 2010 წლის 2 აგვისტოს დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიუროს ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და
მარკეტინგის განყოფილების სატელეფონო კონსულტანტის თანამდებობაზე. 2014 წლის 8 მაისიდან მუშაობდა საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის საინფორმაციო განყოფილების სატელეფონო კონსულტანტის თანამდებობაზე. განაგრძეთ კითხვა