წყვილის ცხოვრება სავსე აღმოჩნდა სიურპრიზებით დევიდი და ჯული 2012 წელს დაქორწინდნენ. თითქმის 18 თვე ცდილობდა ჯული დაორსულებას, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. უკვე იმაზე ფიქრობდნენ, რომ უნაყოფობაზე ემკურნალათ, როცა ჯული დაორსულდა და 2014 წელს სამი ტყუპი გააჩინა.
ოღონდაც "სიურპრიზების" გარეშე არ ამ ფაქტს ჩაუვლია. ქალს ფეტო-დეტალური ტრანსფუზიური სინდრომი აღმოაჩნდა, რომელიც ნაყოფს საკმაოდ ბევრ საფრთხეს უქმნის და ინვალიდობას, ხანდახან კი სიკვდილიანობასაც იწვევს.
საბედნიეროდ, ქირურგიული ჩარევის შემდეგ ჯულის ტყუპი გადარჩა და აბრაამი, ბრედი და კრისტიანი ჯანმრთელები და ძლიერები არიან.
წყვილი ფიქრობდა, რომ კიდევ სურდათ შვილი, თუმცა ასე სწარაფად არ ელოდნენ, რომ ჯული ისევ დაორსულდებოდა. ზუსტად 7 თვეში ჯულის გულისრევა დაეწყო, ტესტი გაიკეთა და გაოგნდა - კვლავ ორსულად იყო. თუმცა კიდევ უფრო მეტი გაოგნება მაშინ ელოდა, როცა ექოსკოპიაზე მივიდა - მუცელში ისევ ტყუპი ჰყავდა, ამჯერად - ორი.
ემილი და ელიზა 2015 წლის 18 აპრილს დაიბადნენ. დღეს წყვილს ხუთი შვილი ჰყავს და ძალიან ბედნიერები არიან.